,,ამ ეტაპზე გზის 70%-ია გაყვანილი, რაც აადვილებს სამძებრო სამუშაოების დაჩქარებას” – მღებრიშვილი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს  და ეტაპობრივად ხდება პერიმეტრის გაფართოებაც.

მისი თქმით, ამ ეტაპზე გზის 70%-ია გაყვანილი, რაც აადვილებს სამძებრო სამუშაოების დაჩქარებას. სამძებრო სამუშაოების შედეგად კი დღეს, 6 აგვისტოს ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი ცხედარი იქნა ნაპოვნი.

”დილიდან მოხერხდა მოზარდის ცხედრის ამოსვენება სტიქიის ზონაში, გადასვენებულია პროზექტურაში. ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიებები. ეტაპობრივად ვაფართოებთ პერიმეტრს. ამ ეტაპისთვის ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ცხედარია ნაპოვნი. გზა ბოლომდე მიყვანილი არ არის, თუმცაღა ძირითადი, დაახლოებით გზის  70% გაყვანილია და მიმდინარეობს ამ წუთებშიც გზის გაყვანა”, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

მსგავსი თემები