სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიება მთელი ღამის განმავლობაში სპეციალური განათებების საშუალებით მიმდინარეობდა

შოვში, სტიქიის ზონაში, მთელი ღამის განმავლობაში, სპეციალური განათებებით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ძებნა-შველის ღონისძიება.

შსს-ს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ონის მუნიციპალიტეტში მეოთხე დღეა, უწყვეტ რეჟიმში აწარმოებენ სამაშველო ღონისძიებას.

ცნობისთვის, მაშველების მიერ ამ დროისთვის 17 ცხედარია ნაპოვნი. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. 20-მდე ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. რაჭაში, შოვში მეწყრული პროცესები 3 აგვისტოს განვითარდა.

მსგავსი თემები