“ცხედრების ნაწილი დაზიანებულია და მათი იდენტიფიცირებისთვის დნმ-ის ჩატარებაა საჭირო” – ზურაბ აზარაშვილი

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული 18 ცხედრიდან 12-ის ვინაობა უკვე დადგენილია. მათ შორისაა – ნინო კენჭაძე, ალინა პოლიკოვსკა, გიორგი გოგინაშვილი, ქსენია ტრიჩევა და დავით ბერიაშვილი.

დაღუპულებს შორისაა უკრაინის მოქალაქე ალინა პოლიკოვსკა და რუსეთის მოქალაქე  ქსენია ტრიჩევაა. საკუთარი ქვეყნის მოქალაქის გარდაცვალებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. გარდაცვლილები ამ დროისთვის ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში არიან გადასვენებული.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ცხედრების ნაწილი დაზიანებულია და მათი იდენტიფიცირებისთვის დამატებითი კვლევა, მათ შორის დნმ-ის ტესტის ჩატარებაა საჭირო.

“გადასვენებულები არიან პროზექტურაში და მიმდინარეობს ამოცნობილი სამუშაოები. პრობლემა არის, იმიტომ, რომ დღის განმავლობაში დღეს, ზოგიერთი ცხედარის, სხვადასხვა ნაწილები იქნა აღმოჩენილი და სხვადასხვა ეტაპებია გასავლელი, ერთ-ერთი მაგალითად დნმ-ის ანალიზია, რომ ახლობლების საშუალებით დადგინდეს, ესა თუ ის ცხედარი ვის ეკუთვნის. ასეთი დასახიჩრებული ცხედრებიც გვაქვს”, – ამბობს ზურაბ აზარაშვილი.

 

მსგავსი თემები