სტიქიის ზონაში ტეტანუსის აცრის მობილური პუნქტები განთავსდა

სტიქიის ზონაში ტეტანუსის აცრის მობილური პუნქტები განთავსდა. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს წითელი ჯვარი ავრცელებს.

„ყველა დაზარალებულმა ან მოხალისემ, რომელიც იმყოფება ან ასრულებს ფიზიკურ სამუშაოს სტიქიის უბნებში, ნებისმიერი, თუნდაც მცირე ზომის ჭრილობის ან მეწყრულ მასასთან შემხებლობის შემთხვევაშიც კი, უნდა მიმართოს დაავადებათა კონტროლის ტეტანუსის აცრის მობილურ პუნქტს. აცრის პუნქტი განთავსებულია შოვში, დამეწყრილი ზონიდან 100 მეტრის რადიუსში და იფუნქციონირებს 10:00-18:00 საათებში მანამ, სანამ მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები.

დამატებითი დეტალებისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ წითელი ჯვრის ცხელ ხაზზე:  032 2 501 105ან დაუკავშირდით დაავადებათა კონტროლის ადგილობრივ წარმომადგენლებს:  599 93 11 92 – ნონა ბაკურაძე  599 17 14 85 – ნატო დვალიგთხოვთ, გაითვალსიწინოთ, რომ ცხელი ხაზი იმუშავებს დღეს ღამის 12 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას: 9:00-21:00-მდე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები