შოვში, გარდაცვლილთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

რაჭაში, შოვში ჩამოწოლილ მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია, რამდენიმე წუთის წინ, ჯანდაცვის მინისტრმა დაადასტურა.

შეგახსენებთ, მეწყერი შოვში გუშინ, 3 აგვისტოს ჩამოწვა.

ადგილზე სამაშველო სამუშაოები მეორე დღეა მიმდინარეობს.

მსგავსი თემები