სტიქიამდე რამდენიმე საათით ადრე ჩემმა შვილებმა ჩემი ავტომობილებით დატოვეს სასტუმრო – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მისმა სამმა მცირეწლოვანმა შვილმლა შოვი სტიქიამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვეს. მისივე თქმით, მისმა შვილებმა სასტუმრო მისი ავტომობილებით დატოვეს.

,,ჩემი სამი მცირეწლოვანი შვილი, ცოლი არა, ისვენებდა შოვში ორი კვირის განმავლობაში. ჩვენ ყოველ ზაფხულს ვსტუმრობდით რაჭას, ძალიან დიდი სიყვარული გვაქვს ამ მხარის მიმართ. თუმცა გუშინ არდადეგები დამთავრდა და სანამ სტიქია დაიწყებოდა, რამდენიმე საათით ადრე ჩემმა შვილებმა ჩემი ავტომობილებით დატოვეს აღნიშნული სასტუმრო და რამდენიმე საათში დაიწყო ეს უბედურება რაც დღეს გვაქვს სახეზე,”- განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები