,,სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის 7 გარდაცვლილი იქნა ნაპოვნი”- პრემიერი

რაჭაში, შოვში ჩამოწოლილ მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. როგორც სტიქიის ზონაში ჩასული პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, 30-ზე მეტ ადამიანს ეძებენ.

,,სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის 7 გარდაცვლილის, ცხედარი იქნა ნაპოვნი. 30-ზე მეტს ეძებენ. გადაწყვეტილება მივიღე მაშველებთან ერთად ჩაერთოს ჯარი. ჩამოვლენ და დაეხმარებიან,” – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები