ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი მიმართვას ავრცელებს

ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი) მიმართვას ავრცელებს. ეპისკოპოსი კურორტ შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და მოსახლოეობას გარდაცვლილთა სულების ლოცვისკენ მოუწოდებს.

,,შოვში მომხდარი ტრაგედიის შედაგად გარდაცვლილთა ოჯახების და ახლობლების

ნიკორწმინდის ეპარქიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას კურორტ შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც ამჟამინდელი მონაცემებით შვიდი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ დრომდე 30-მდე ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიამ უდიდესი ზიანი მიაყენა როგორც ცალკეულ მოქალაქეებს, ისე სრულიად საქართველოს.

მოგიწოდებთ, ერთად ვილოცოთ გარდაცვლილთა სულების საოხად და შევთხოვოთ უფალს, მოგვმადლოს მშვიდობა და წყალობა თვისი,”- ნათქვამია მიმართვაში.

მსგავსი თემები