,,ვიცით ტრაგედიის წინაშე გაერთიანება და დღეს სწორედ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი”- პრეზიდენტი

,,ჩვენ ვიცით ტრაგედიის წინაშე გაერთიანება და დღეს სწორედ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი,”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტმა შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული მოქალაქეების ოჯახებს მიუსამძიმრა.

,,მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა მწუხარება იმ ტრაგედიაზე, რაც დატრიალდა გუშინ ღამეს და დღეს. მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს და იმ ოჯახებთან ერთად ვილოცო, ვინც ჯერ კიდევ ელოდება, რომ ის დაკარგული ადამიანები აღმოჩნდნენ ცოცხლები. ეს ტრაგედია ქვეყნისთვის, სრულიად საქართველოსთვის დიდი ტრაგედიაა, რომელსაც იზიარებს ყოველივე ჩვენი მოქალაქე. ჩვენ ვიცით ტრაგედიის წინაშე გაერთიანება და დღეს სწორედ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გავერთიანდეთ, რომ ყველა ჩვენი შესაძლებლობებით დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რათა გადალახონ ეს უსაძლისი პერიოდი მათი ცხოვრების.

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ მაშველს, მოქალაქეს, რომელიც ადგილზე ყველაფერი რაც შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს, რათა გადარჩენილიყვნენ ის ადამიანები, ვინც გადარჩნენ. მინდა ასევე ვთქვა, რომ ჩემი ადმინისტრაცია და მე პირადად ვუცხადებთ სოლიდარობას ადგილობრივ ხელმძღვანელობას, ხელისუფლებას, ყველა უწყებას, რომელიც იქაა ჩართული. დღეს არის დრო ერთიანობის და ერთად ამ ტრაგედიის გადალახვის. მინდა ისიც ვთქვა, რომ ჩემი ადმინისტრაცია და პირადად მე, ყველაფერში ჩავერთვები, სადაც ჩვენი აქტიურობა საჭირო იქნება. ჩვენ თვითონაც ვნახავთ მომდევნო დღეებში, რა კუთხით შეიძლება ჩვენი როლი და წვლილი შევიტანოთ ამ ტრაგედიის გადალახვაში. დიდი მადლობა მინდა მოვახსენო მაშველებს, მათი როლი არ დასრულებულა და ესაა ძალიან რთული ამ პირობებში მათი მუშაობა,”- განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები