,,დაკარგულებში, სამწუხაროდ, ბავშვები არიან”- მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, დაკარგულ მოქალაქეებს შორის ბავშვებიც არიან. მინისტრის ინფორმაციით, მიმდინარეობს 25 ადამიანის ძებნის პროცესი.

,,ამ ეტაპისთვის 11 გარდაცვლილია, 25 ადამიანს ეძებენ. ნაწილი ამოცნობილია, რა ინფორმაციაც მე მაქვს, მაგრამ ყველა არა. დაკარგულებში, სამწუხაროდ, ბავშვები არიან,“ – აცხადებს მინისტრი.

შეგახსენებეთ, ბოლო მონაცემებით, რაჭაში, შოვში ჩამოწოლილ მეწყერის შედეგად 11 ადამიანია გარდაცვლილი.

მსგავსი თემები