„მობილიზებული ეკიპაჟები სამედიცინო მომსახურებას უწევენ როგორც სტიქიის ზონიდან გამოყვანილ ადამიანებს, ისე – დაკარგულთა ოჯახის წევრებს“ – ზურაბ აზარაშვილი

„ძალიან მძიმე ტრაგედია დატრიალდა რაჭაში, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, სრულიად საქართველოს. უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრსა და ონში, მობილიზებულები არიან სამედიცინო ეკიპაჟები, სხვადასხვა კვალიფიკაციისა და მიმართულების ექიმები. ისინი სამედიცინო მომსახურებას უწევენ როგორც სტიქიის ზონიდან გამოყვანილ ადამიანებს, ისე – დაკარგულთა ოჯახის წევრებს“. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომელიც სტიქიის ზონაში იმყოფება.

მისი თქმით, ვერტმფრენის საშუალებით, დიდი სამაშველო სამუშაოები ჩატარდა და სტიქიის ზონიდან, უსაფრთხო ადგილზე, 210 ადამიანია გამოყვანილი.

„არც ერთი მათგანის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მხოლოდ რამდენიმეს ჰქონდა ისეთი მცირე დაზიანებები, რომ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა არ დასჭირდათ. სტიქიის ზონაში მობილიზებულ ჯგუფებს კიდევ ემატებიან ექიმები და სამედიცინო ეკიპაჟი. ისინი ადგილზე ყველანაირ სამედიცინო დახმარებას უწევენ დაკარგულთა ოჯახის წევრებს, ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და სხვა სამედიცინო დახმარების კუთხით“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მსგავსი თემები