შოვი გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მაღალი რისკის შემცველ ტერიტორიად გასულ წელს შეაფასა

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოველწლიურ ანგარიშში გაწერილია სხვადასხვა რეგიონში არსებული გეოლოგიური ვითარება, რისკები და რეკომენდაციები. 2022 წლის დოკუმენტში წერია, რომ რაჭა და კონკრეტულად, შოვი სახიფათო ტერიტორიას წარმოადგენს და ღვარცოფული პროცესების ალბათობა უკიდურესად მაღალია.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა უკონტროლო და აქტიური მშენებლობებია ღვარცოფული მდინარის პირას, როდესაც  ხშირ შემთხვევაში არ არის გათვალისწინებული გეოლოგიური დასკვნები.

მსგავსი თემები