,,აზერბაიჯანი ყოველთვის ახლოს არის საქართველოსთან და მზად არის, გაუწიოს ყველა შესაძლო დახმარება” – ჯეიჰუნ ბაირამოვი

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი თავის ქართველ კოლეგას ილია დარჩიაშვილს რაჭის მთიან რეგიონში, კურორტ შოვთან მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ტელეფონით ესაუბრა.

„ბაირამოვმა ღრმა მწუხარება გამოთქვა დაღუპულთა ოჯახებისა და მეგობრების მიმართ, დაშავებულებს კი, გამოჯანმრთელება უსურვა.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულებს იპოვიან“, – აცხადებენ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ბაირამოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ყოველთვის ახლოს არის საქართველოსთან და მზად არის, გაუწიოს ყველა შესაძლო დახმარება სამაშველო სამუშაოების განხორციელებასა და სტიქიური უბედურების შედეგების აღმოფხვრაში.

მსგავსი თემები