შოვში, სტიქიის ზონაში ჯარის შეყვანა დაიწყო

სტიქიის ზონაში ჯარის შეყვანა დაიწყო. სამხედროები სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მიიღებენ მონაწილეობას. გადაწყვეტილება ამის თაობაზე დღეს, ონში ჩასულმა ხელისუფლების პირველმა პირებმა მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ შოვში სამძებრო სამუშაოებში 400 მაშველი და მოხალისეები არიან ჩართული. ამ დროისათვის 25 ადამიანი ითვლება დაკარგულად, რომლებსაც ვერ უკავშირდებიან. მათ შორის, ბავშვებიც.

დაღუპულია 11.

მსგავსი თემები