პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები, რაჭაში, სტიქიის ზონაში იმყოფებიან

შალვა პაპუაშვილი, დეპუტატებთან ერთად,  რაჭაში, სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის სხდომას ესწრება.

შოვში, მეწყერი, გუშინ, 3 აგვისტოს ჩამოწვა. ონის მუნიციპალიტეტში, მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიება. სტიქიის ზონიდან აქტიურად ხორციელდება მოქალაქეების გამოყვანა.

მსგავსი თემები