დაკარგული ადამიანების ოჯახის წევრებს ვერტმფრენის სტიქიის ზონაში შეყვანა შესთავაზეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თქმით, დაკარგული ადამიანების ოჯახის წევრებს ვერტმფრენის სტიქიის ზონაში შეყვანა შესთავაზეს, რათა “თვითონ დარწმუნდნენ და ნახონ რამდენად რთულ პირობებში გვიწევს სამაშველო სამუშაოების ჩატარება”.

,,როგორც იცით დღეს, პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა, ჩატარდა საგანგებო თათბირი, სადაც დამატებით განისაზღვრა ამოცანები, რაც ხვალიდან დამატებითი ძალების მობილიზებას გულისხმობს. დამატებით თავდაცვის სამინისტროს 200-მდე თანამშრომელი იქნება ჩართული. ემატება მძიმე ტექნიკაც. დღეს, დღის განმავლობაში მოხდა მდინარის მარჯვენა მხარეს ტექნიკის გადაყვანა და მიმდინარეობს გარკვეული სამუშაოები, რომ ახლოს მივიდეთ კონკრეტულ ლოკაციებამდე”, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

მისი თქმით, 11 გარდაცვლილი გადასვენებულია პროზექტურაში.

მსგავსი თემები