სტიქიის ზონაში სასულიერო პირები ჩავიდნენ

შოვში, სტიქიის ზონასთან, სასულიერო პირები ჩავიდნენ. ისინი დაკარგულების ოჯახის წევრებს ამხნევებენ.

შეგახსენებთ, რომ ტრაგედია რაჭაში გუშინ დატრიალდა. შოვში ადიდებულმა მდინარემ სამანქანო ხიდი წაიღო, განადგურებულია ტყის მასივი. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი.

მსგავსი თემები