“ქართველი ხალხის ტრაგედია ჩვენი ტრაგედიაცაა” – დავით არახამია

“ქართველი ხალხის ტრაგედია ჩვენი ტრაგედიაცაა”. ამის შესახებ უკრიანის პარტია ხალხის მსახურის ლიდერმა დავით არახამიამ განაცხადა.

,,მინდა სამძიმარი ვუთხრა შოვის ტრაგედიაში დაღუპულთა ოჯახებს და მთელ საქართველოს. რაც არ უნდა ხდებოდეს უკრაინაში, შუაგულ ომშიც კი, ჩვენ ყოველთვის ვიფიქრებთ იმაზე, როგორ დავუდგეთ უკრაინისთვის უახლოეს ერს, ქართველებს გვერდით!  ქართველი ხალხის ტრაგედია ჩვენი ტრაგედიაცაა, პირადად ჩემთვის კი – განსაკუთრებით. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ვლოცულობთ დაკარგულთა გადარჩენისთვის”, – წერს არახამია.

მსგავსი თემები