,,მზის გულზე, მიცვალებულები პარკებში გახვეულები არიან დატოვებულები”- ვითარება შოვში

სოციალურ ქსელში სტიქიის ზონიდან უმძიმესი კადრები ვრცელდება. როგორც გავრცელებული ვიდეოდან ირკვევა ერთ-ერთი მოქალაქე სავარაუდოდ, 112-ის თანამშრომელს ესაუბრება, რომელმაც ადგილობრივებთან და მაშველებთან ერთად მეწყრული ზონიდან ცხედრები ამოასვენა.

,,დილით 6 საათზე სამაშველოსთან ერთად ვიპოვეთ მიცვალებულები, ამოვასვენეთ და ვერტმფრენს ველოდებით. სამაშველოსთან ერთად ამოვასვენეთ, ვერტმფრენი უნდა მოსულიყო და გადაეყვანათ და ისევ აქ დაგვხვდნენ. მზის გულზე, მიცვალებულები პარკებში გახვეულები არიან დატოვებულები უპატრონოდ, არ უნდა გადაასვენოთ? ხალხი ელოდება, დილით 7 საათზე ამოვასვენეთ და ახლა სამი საათია, ამდენი ხანი უნდა ვერტმფრენის მოსვლას, რომ გადაასვენოს?“, – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

მსგავსი თემები