ირაკლი ღარიბაშვილი რაჭაში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რაჭაში, სტიქიის ზონაში ჩავიდა. პრემიერმა ონის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებულ შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბში თათბირი გამართა. მთავრობის მეთაურმა შტაბის წევრებისგან მიმდინარე სამაშველო სამუშაოებისა და მოქალაქეების საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

მეტი...

აშშ-ში Apple-ის მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით 2 ქართველს ეძებენ

აშშ-ში, პენსილვანიაში Apple-ის მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით 2 ქართველ კაცს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას  6abc ავრცელებს. პოლიციის ინფორმაციით, მათ მაღაზიიდან  10,070 დოლარის ღირებულების Apple-ის პროდუქტები მოიპარეს. ორივე მამაკაცი, გიორგი ონაშვილი და გიორგი ადეიშვილი  ამ დროისთვის ძებნაში არიან. ეჭვმიტანილებმა, სხვა თანამზრახველებთან ერთად, რვა ქურდობა 2022 წლის 19 სექტემბრიდან 2023 წლის 27 ივნისამდე ჩაიდინეს.

მეტი...

შოვში დაკარგულ ოჯახს ეძებენ

შოვში დაკარგულ ოჯახს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით,  ზაზა მესხი მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად რაჭაში ჰოლანდიიდან იყო ჩასული. ოჯახი  ერთ-ერთ კოტეჯში იყო დაბინავებული. როგორც ირკვევა ოჯახთან დაკავშირება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. შეგახსენებთ, რაჭაში, შოვში ჩამოწოლილ მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა. ადგილზე სამძებრო-სამუშაოები გრძელდება.

მეტი...

შოვში, სტიქიის ზონაში  დილიდან ინტენსიურ რეჟიმში განახლდა სტიქიის სალიკვიდაციო და გზის წმენდის სამუშაოები – საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ზონაში დღეს დილიდან ინტენსიურ რეჟიმში განახლდა სტიქიის სალიკვიდაციო და გზის წმენდის სამუშაოები. მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა. „ამ ეტაპზე 21 ერთეული ტექნიკა მუშაობს და დღის განმავლობაში ეტაპობრივად დაემატება. ასევე იწყება დროებითი ხიდის აღდგენის სამუშაოებიც. გუშინ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი  (შოვი), მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდ. ჭანჭახმა წაიღო. გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.    

მეტი...

,,დიდად ვწუხვართ გარდაცვლილთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გამო”- ილია მეორე

მთელი ჩვენი მოსახლეობა და ჩვენც შეშფოთებით ვადევნებთ თვალს რაჭაში გუშინ მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად განვითარებულ მოვლენებს და, ბუნებრივია, პირველ რიგში, დიდად ვწუხვართ გარდაცვლილთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გამო, – ამის შესახებ აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორის განცხადებაში. „რა თქმა უნდა, მორწმუნენი ლოცვით შეწევნას გუშინდელი დღიდანვე აღავლენენ, მაგრამ ათეულობით ადამიანის მდგომარეობა კვლავ გაურკვეველია. ამიტომაც გთხოვთ ყველას, მათ დასახმარებლად 12-ჯერ ვთქვათ: „მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა“ ამინ! ასევე, ერთხელ 90-ე და 50-ე ფსალმუნი. ღმერთმა მშვიდობით…

მეტი...

დილიდან გეოლოგებმა ტერიტორია დაათვალიერეს, ამ ეტაპზე სტიქიის განმეორების საფრთხე არ არსებობს – მაია ბითაძე

„დღეს დილიდან როგორც კი გათენდა, გეოლოგები ადგილზე არიან, რაჭაში ტერიტორია დაათვალიერეს. პირველი, რისი დადასტურებაც შეიძლება არის ის, რომ ამ ეტაპზე სტიქიის განმეორების საფრთხე არ არსებობს“, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა. მისი თქმით, რაჭაში, სტიქიური უბედურება რამდენიმე ბუნებრივი მოვლენის დამთხვევამ გამოიწვია. „სამწუხაროდ, ერთმანეთს რამდენიმე ბუნებრივი მოვლენა დაემთხვა, რამაც პრაქტიკულად უპრეცედენტო რაოდენობის მასის ჩამოწოლა გამოიწვია. ერთმანეთს დაემთხვა – უხვი ნალექი, ეროზიული პროცესები, რაც კლიმატის ცვლილებების პარალელურად ვითარდება მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში. ასევე იყო ღვარცოფი, მყინვარების დნობა და მეწყერი. ამ ხუთმა ერთად…

მეტი...

„ვიღაცა ჯგუფმა იცნოო, არ ვიცი, ნეტავი გადარჩნენ“- მოქალაქე, რომელიც მეუღლესა და 3 შვილს ეძებს

მამაკაცს, რომელიც სტიქიის ზონაში მეუღლესა და 3 მცირეწლოვანს ეძებს, კვლავ არ აქვს ინფორმაცია მისი ოჯახის წევრების ადგილსამყოფლის შესახებ. მისი განცხადებით, მას ოფიციალურად ამ დრომდე არავინ შეხმიანებია. „ვიღაცა ჯგუფმა იცნოო, არ ვიცი. არავინ [შემხმიანებია ოფიციალურად]. ნეტავი გადარჩნენ“, – აცხადებს მოქალაქე ”ფორმულასთან”. ახალგაზრდა მამაკაცი სტიქიის ზონაში დაკარგულ მეუღლესა და 3 შვილს ეძებს

მეტი...

,,2 სა­ა­თი გა­ვა­ტა­რეთ ნა­ხევ­რად ჩაფ­ლუ­ლებ­მა მე­წყერ­ში, ჩვენს თვალ­წინ სამი ადა­მი­ა­ნი წა­ი­ღო ღვარ­ცოფ­მა”- გადარჩენილი მოქალაქე

შოვ­ში მე­წყერს გა­დარ­ჩე­ნი­ლი ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქე მა­რი­ამ ბე­რი­ა­ნი­ძე  სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტ აქ­ვეყ­ნებს. მისი თქმით, 2 სა­ა­თი გა­ა­ტა­რეს ნა­ხევ­რად ჩაფ­ლუ­ლებ­მა მე­წყერ­ში. ,,კარ­გად ვართ მე­გობ­რე­ბო, გა­დავ­რჩით სას­წა­უ­ლებ­რი­ვად. ჯო­ჯო­ხე­თუ­რი 4 სა­ა­თი გა­მო­ვი­ა­რეთ, რომ­ლის აღ­სა­წე­რად სი­ტყვე­ბი არ მე­ყო­ფა. 2 სა­ა­თი გა­ვა­ტა­რეთ ნა­ხევ­რად ჩაფ­ლუ­ლებ­მა მე­წყერ­ში. ჩვენს თვალ­წინ სამი ადა­მი­ა­ნი წა­ი­ღო ღვარ­ცოფ­მა და იმე­დი მაქვს, ცო­ცხლებს იპოვ­ნი­ან. ბევ­რი მწერთ და ბევ­რიც მი­რე­კავთ ნო­მერ­ზე, მაგ­რამ ვერ გპა­სუ­ხობთ, რად­გან ჩემი ტე­ლე­ფო­ნი ისე­ვე, რო­გორც ჩვე­ნი სხვა და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა ნივ­თი, წა­ი­ღო მე­წყერ­მა,”- წერს მოქალაქე.  

მეტი...

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მზად არის, ჩაერთოს სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებებში

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის მთელი კოლექტივი და საქართველოს ვეტერანები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო და სამძიმარს უცხადებენ ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს და ნათესავებს. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მზად არის, შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინაციით და შეთანხმებით, ჩაერთოს სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებებში, ვეტერანებით და, ასევე, ვ. სანიკიძის სახელობის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის მედპერსონალით დაკომპლექტებული ჯგუფებით. საჭიროების შემთხვევაში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ,ასევე, გამოთქვამს მზადყოფნას, სტიქიის ზონაში მყოფი ადამიანები, უზრუნველყოს საჭირო, პირველადი მოხმარების ნივთებით და მედიკამენტებით. შეგახსენებთ, შოვში, მეწყერი, გუშინ, 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური…

მეტი...

სტიქიის ზონაში კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს

რაჭაში, შოვში ჩამოწოლილ მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილებების ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია. საერთო ჯამში სტიქიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილზე სამძებრო-სამუშაოები გრძელდება.  

მეტი...

სტიქიის ზონიდან სულ გადმოყვანილია 210 ადამიანი – გუბერნატორი

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის, პაპუნა მარგველაძის განცხადებით, სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ტერიტორიაზე მაშველებმა ორი დღის განმავლობაში 210 ადამიანი გამოიყვანეს. მისი თქმით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ,,მთელი ღამის განმავლობაში სამძებრო და სამაშველო სამუშაოები გრძელდებოდა. ასევე არ შეწყვეტილა შტაბის მუშაობა, ყველა აქ, ადგილზე ვიყავით და ვიღებდით ინფორმაციებს და რეაგირება ჩვენი მხრიდან შესაბამისად ხდებოდა. დღეს, უკვე ამ პერიოდისთვის ვერტმფრენმა 9 რეისი შეასრულა, 140 ადამიანი გადმოიყვანა. გუშინდელი და დღევანდელი დღის ჩათვლით სულ გადმოყვანილია 210 ადამიანი, როლებიც სხვადასხვა ადგილას არიან განთავსებულნი. ნაწილმა ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორია უკვე დატოვა და წასულები არიან სახლებში. პერიოდულად, რამდენიც გადმოვა ადგილზე…

მეტი...

,,მსგავსი მასშტაბის სტიქია მოსალოდნელი აღარ არის”- გეოლოგი

გეოლოგ მერაბ გაფრინადაშვილის განცხადებით, შოვში სტიქიის განმეორების საფრთხე აღარ არსებობს. მისი თქმით, დასავლეთ საქართველოში მსგავს სტიქიას ადგილი არასოდეს არ ჰქონია. ,,მიმდინარე წლის 3 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში ადგილი ჰქონდა გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების სინერგიზმს, თანხვედრას. ერთი და იგივე დროს, ერთი და იგივე ლოკაციაზე, კერძოდ, მიმდინარეობს ინტენსიური მყინვარის დნობა. ორი მყინვარია ამ მდინარეების სათავეებში. ამას თან დაერთვა უხვი ატმოსფერული ნალექი, რომელმაც დინამიკაში მოიყვანა როგორც ხეობაში არსებული მყარი ნატანი, ასევე ადგილი ჰქონდა ლაპირების გარეცხვას, მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას და ყველაფერი ეს გადაიზარდა ღვარცოფში. შედეგად მივიღეთ ის, რაც თქვენთვის ცნობილია. დასავლეთ საქართველოში მსგავს სტიქიას…

მეტი...

,,სადაც კოტეჯები იყო იქ ფაქტობრივად არაფერია”- თემურ მღებრიშვილი

,,ამ დროისთვის, სამწუხაროდ 2 ცხედრის პოვნა უნდა დავადასტუროთ. მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება,”- ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ”შესულია ტექნიკა, ყველა ტექნიკაზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველი, რათა მეტი ყურადღება მიაქციონ სამუშაოებს, რომ ცხედრის აღმოჩენის შემთხვევაში არ მოხდეს დაზიანება”. ,,გარდა ამისა, მდინარის კალაპოტის ორივე მხრიდან მეხანძრე-მაშველების მიერ და ამ ძებნა-შველის ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებით მოგვიანებით მოგახსენებთ. დილიდან 7-ის ნახევრიდან დავიწყეთ ვერტმფრენებით იმ ადამიანების გამოყვანა, რომლებიც გუშინ ჩვენ მობილიზებული გვყავდა უსაფრთხო ადგილებში, დღეს გამოვიყვანეთ 140 ადამიანი და დანარჩენი, ეპიცენტრში აბსოლუტურად ყველგან შესულები ვართ. კოტეჯებზე გეტყვით, რომ სადაც კოტეჯები არსებობდა იქ…

მეტი...

35 ადამიანია, რომელთანაც კავშირი ვერ ხერხდება – მინისტრი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით,  სტიქიის ზონაში 35 ადამიანთან კონტაქტი ვერ ხერხდება. მისივე თქმით, სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ,,ამ მომენტისთვის გამოყვანილია ყველა ადამიანი, რომელიც უსაფრთხო ადგილას, მაშველებთან და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა. რა თქმა უნდა, გრძელდება სამაშველო ოპერაცია სრული მასშტაბით ვერტმფრენების გამოყენებით და რა თქმა უნდა, უშუალოდ მაშველების ჩართულობით. რაც შეეხება ადამიანებს, რომლებთანაც ვერ ხერხდება კავშირი, ამ მომენტისთვის 35 ასეთი ადამიანია. პროცესი გრძელდება, ხდება გადამოწმება გადაზუსტება”, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ. ,,უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი”- შსს განცხადებას ავრცელებს

მეტი...

,,4 კაცი იპოვეს ვინც დაკარგული იყო”- უახლესი ინფორმაცია სტიქიის ზონიდან

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან აქტიურად ხორციელდება მოქალაქეების გამოყვანა და ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი. ,,4 კაცი იპოვეს დაკარგული ვინც იყო ამ რამოდენიმე წუთის წინ. დრონით გადაღებული ფოტოებო ” – წერს მოქალაქე გრიგოლ თვალჭრელიძე.

მეტი...

,,უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი”- შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან აქტიურად ხორციელდება მოქალაქეების გამოყვანა და ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი. უწყების ცნობით, 06:00 საათიდან სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი ჩაერთო. ,,ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც 400-მდე მეხანძრე – მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები არიან ჩართულები. დღეს, 06:00 საათიდან სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი ჩაერთო, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკაც. შემთხვევის ადგილზე ასევე, მუშაობენ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები. სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების…

მეტი...

შოვში, სტიქიის ზონაში და-ძმას და მათ მეგობარს ეძებენ

შოვში, სტიქიის ზონაში და-ძმას და მათ მეგობარს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ,,სტიქიის ზონაში იმყოფებიან და -ძმა, სოფი და გიორგი ყარალაშვილები,თან ახლდათ მეგობარი. ამდენი ხნის მანძილზე კავშირზე არ გამოსულან. თუ ვინმეს გეცნობათ ან რაიმე ინფორმაციას ფლობთ გთხოვთ შემეხმიანეთ” წერს ახლობელი. ცნობისთვის, შოვში, სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.

მეტი...

,,ვეძებ შვილს და სამ შვილიშვილს”- შოვში, სამაშველო ღონისძიებები გრძელდება

შოვში, სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. სტიქიის ზონაში კვლავ მძიმე ვითარებაა. გავრცელებული ინფორმაციით, 50-ზე მეტ ადამიანთან დაკავშირება ვერ ხერხდება. ,,კონტაქტი არ არის, [ვეძებ] შვილს და სამ შვილიშვილს. არაფერი კონტაქტი…ცოცხლები არინა, მკვდრები, არ ვიცით არაფერი. ორი კვირით წავიდნენ. ველით ვერტმფრენს, ორი ჩამოფრინდა არაფერია ჯერ”, – განუცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ ”მთავარ არხს”.

მეტი...

,,ცოცხალს აღარავინ ეძებს, მკვდარი გვაპოვნინა ვინმე”- ვითარება შოვში

შოვში, სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. ადგილიდან ვიდეოს ავრცელებს ”მთის ამბები” ვიდეოს ავრცელებს, სადაც ერთ-ერთი მოქალაქე დახმარებას ითხოვს. ,,ცოცხალს აღარავინ ეძებს, მკვდარი გვაპოვნინა ვინმე, ვინც იქაა ჩვენიანია. საერთოდ საფლავის გარეშე ნუ დარჩებიან,”- აცხადებს მამაკაცი ვიდეოში. ამ ეტაპზე სტიქიის ზონიდან 80-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

მეტი...

სამაშველო ღონისძიებები და გადარჩენილი ჩვილი

რაჭაში, კურორტ შოვში ვითარება უმძიმესია. სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. მაშველებმა სტიქიის ზონიდან ჩვილი გამოიყვანეს და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. სტიქიის ზონაში გადარჩენის სამუშაოები გრძელდება. შეგახსენებთ, რომ მეწყერმა კურორტი შოვი მთლიანად გაანადგურა.

მეტი...

„რთული ვითარებაა, სტიქიის მასშტაბი ძალიან დიდია“ – მინისტრი

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მობილური შტაბი მოეწყო. იქ იმყოფებიან ის მოქალაქეებიც, რომლებიც დაკარგული ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციას ელოდებიან. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აცხადებს, სტიქიის მასშტაბი უპრეცედენტოა. „ძალიან დიდი მასაა ჩამოსული, რამაც ძალიან დიდი ტერიტორია დაფარა. ვითარება მძიმეა. ყველა ძალისხმევა ხორციელდება, რის შემდეგაც 70 ადამიანი უკვე გამოყვანილია, 152 ადამიანია რამდენიმე ლოკაციაზე უსაფრთხო ადგილას სამაშველო და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად. დაახლოებით 50 ადამიანთან ვერ ხერხდება კავშირის დამყარება“ –  აღნიშნა მინისტრმა ქარსელაძენ. შეგახსენებთ, რომ მეწყერმა კურორტი შოვი მთლიანად გაანადგურა.  

მეტი...

სტიქიის ზონაში „ცხელი ხაზი“ ამოქმედდა

კურორტ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო, „ცხელი ხაზი“ ამოქმედდა. დაკარგულებთან დაკავშირებით ადამიანებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 598 913 089 და მიაწოდონ ინფორმაცია.  ამ ეტაპისთვის, ახლობლები დაახლოებით 40 ადამიანს ვერ უკავშირდებიან. სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოები დილით განახლდა. შეგახსენებთ, რომ შოვში ჩამოწოლილმა მეწყერმა და ტალახის უზარმაზარმა მასას შოვი გაანადგურა.  

მეტი...

სტიქიის ზონიდან ვერტმფრენებს გადარჩენილები გამოჰყავთ

შოვში, სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოები გამთენიისას განახლდა. სამაშველო ოპერაციაში ორი ვერტმფრენი მონაწილეობს. სტიქიის ზონიდან 150-ზე მეტი ადამიანი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. შოვიდან ონის ცენტრის მიმართულებით უკვე ოთხი საევაკუაციო რეისი შესრულდა. გიან ღამით სტიქიის ზონაში დამატებითი სამაშველო ჯგუფი ჩავიდნენ, მიმდინარეობდა სპეცტექნიკისა და მძიმე ტექნიკის მობილიზება. რაც შეეხება დაკარგულებს, რომლებსაც ახლობლები ეძებენ, რამდენიმესთან კავშირი დამყარდა და უსაფრთხოდ არიან. ამ დროისათვის, კავშირი ვერ მყარდება დაახლოებით 40 ადამიანთან.

მეტი...

სტიქიის ზონიდან გადარჩენილები კიდევ გამოიყვანეს

შოვში, სტიქიის ზონაში მაშველები მუშაობას აგრძელებენ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მეწყრული ზონიდან კიდებ 80-მდე ადამიანის გამოყვანა მოხერხდა.  არიან დაკარგულებიც, რომლებსაც ოჯახის წევრები ამ დრომდე ვერ უკავშირდებიან. ტალახის მასაი კი 2 ცხედარია ნაპოვნი. შეგახსენებთ, რომ  მეწყერი შოვში გუშინ ჩამოწვა, რომელმაც საკურორტო ზონა შოვი მთლიანად გაანადგურა.  

მეტი...

მაშველებმა სტიქიის ზონაში, ტყეში რამდენიმე ადამიანი იპოვეს

რაჭაში, სტიქიის ზონაში ვითარება უმძიმესია. შოვში, მაშველებმა ტყეში რამდენიმე ადამიანი იპოვეს.  ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. ისინი სტიქიაში მოყვნენ, თუმცა, თავს გაქცევით უშველეს. ურთილესი ვითარების გამო, ტყიდან გადარჩენილების გამოყვანა წუხელ ვერ მოხერხდა, მათთან ერთად მაშველები რჩებიან, რომლებიც გადარჩენილებს გამთენიისას გამოიყვანენ.

მეტი...