,,შიშით და ჩაგვრით რუსეთი იმართება, ეს მეთოდები საქართველოში აღარ გამოადგება არავის”- ნიკა მელია

,,შიშით და ჩაგვრით რუსეთი იმართება –  ეს მეთოდები საქართველოში აღარ გამოადგება არავის,”- ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ქართველის პასუხი  ჩაგვრასა და ძალადობაზე, იყო, არის და იქნება ცვლილება.

,,გუშინ ვიყავით ევროპა, ჩვენი ნაკრების მოტივაციით, გამარჯვების რწმენით და შედეგით გახარებული ევროპა.
და გუშინვე ვხედავდით – როგორი რუსულია ხელისუფლება, მისი მეთოდები. შიშით და ჩაგვრით რუსეთი იმართება –  ეს მეთოდები საქართველოში აღარ გამოადგება არავის. ქართველის პასუხი  ჩაგვრასა და ძალადობაზე, იყო, არის და იქნება ცვლილება; ცვლილება არა ცვლილებისთვის, არამედ უკეთესობისთვის.
ძალადობას ძალადობა არ და ვერ ჩაანაცვლებს, ალტერნატივა სამართლიანი გარემოა – გარემო სადაც შესაძლებელია ევროპული კონკურენცია და ქართული გამარჯვება წინ 2024 წელია, არც 90-იანები, არც 2000 იანები, არც 2003-2012 და არც 2012-2023, წინ მომავალია; ცვლილება და გამარჯვება კი მიდგომების შეცვლით, გულწრფელობით, მორალური უპირატესობით,  საკუთარ თავზე მუშაობით, დისციპლინით, შრომით, თანმიმდევრულობით და შეუპოვრობით მოდის,”- წერს ნიკა მელია.

მსგავსი თემები