ესტონეთის პრემიერ-მინისტრი ევროპელ მოკავშირეებს თავდაცვითი ძალების გაძლიერებისკენ მოუწოდებს

ევროპელმა მოკავშირეებმა უნდა გაზარდონ თავიანთი თავდაცვის მზადყოფნა რუსეთის და ბელორუსის წინააღმდეგ – ამის შესახებ  ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა ბრიუსელში, ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, თავდაცვითი ინდუსტრიის გაძლიერება და  თავდაცვის მზადყოფნა ამ კუთხით უაღრესად მნიშვნელოვანია.

,,ჩვენ განვიხილავდით ბელორუსს, როგორც თანააგრესორს აქ. ასე რომ, ისინი მუდმივად მუშაობდნენ რუსეთთან ერთად. ასე რომ, რაც ჩვენ ვიცით რუსეთისა და ბელორუსიის შესახებ არის,რომ ისინი არაპროგნოზირებადი და საშიშები არიან, ეს არ შეცვლილა“,- განაცხადა კალასმა.

მსგავსი თემები