,,გარე ძალები კარნახობენ პრეზიდენტს, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც არ შედის სახელმწიფოს ინტერესებში”- ირაკლი კობახიძე

,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განაცხადებით, გარე ძალები კარნახობენ პრეზიდენტს, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც არ შედის სახელმწიფოს ინტერესებში. ირაკლი კობახიძე ,,საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე სალომე ზურაბიშვილის ვეტოს გამოეხმაურა.

„არ ვიცი, კონკრეტული ადამიანების ინტერესებში რატომ არის, რომ ხელოვნურდ შეიქმნას ინსტიტუციური კრიზისი ცესკო-ში. ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს. ეს მიზანი ჩაიდო თავის დროზე 19 აპრილის შეთანხმებაში, პირველ ვერსიაში კიდევ უფრო მძაფრად. ამ მიზანს ემსახურება პრეზიდენტის ვეტოც. ვინც უკარნახა პრეზიდენტს, რომ ასეთი ვეტო დაედო კანონზე, მას უნდა ჰკითხოთ, რა ინტერესი ამოძრავებს მას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის, რასაც ჩვენ ვეძახით „გლობალურ ომის პარტიას“. ეს გარე ძალები კარნახობენ პრეზიდენტს, რომ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც არ შედის სახელმწიფოს ინტერესებში. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ეროვნული ინტერესების შესაბამისად და არავის მივცეთ ცესკო-ში ხელოვნურად ინსტიტუციური კრიზისის შექმნის საშუალება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მსგავსი თემები