„პუტინი აგებს ომს“ – აშშ-ის პრეზიდენტი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, აშკარაა, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომს აგებს. როგორც ჯო ბაიდენმა აღნიშნა, პუტინი „ვაგნერის“ გარეშე დამარცხებულია.

„ვლადიმერ პუტინი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მიერ ამბოხის მცდელობის შემდეგ აშკარად დასუსტდა. ის აშკარად აგებს ომს. ის  გარიყულია მთელი მსოფლიოს მიერ, ეს არ არის მხოლოდ ნატო, არა მხოლოდ ევროკავშირი, არამედ იაპონიაც” , – აღნიშნა პრეზიდენტმა ბაიდენმა მედიასთან.

მსგავსი თემები