რუსეთის ძალებმა ხარკოვი დაბომბა – არის მსხვერპლი

რუსეთის ძალებმა ხარკოვის რეგიონი სოფელ ვოლჩანსკიე ხუტორი დაბომბეს, რის შედეგადაც დაიღუპა სამი მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც სახლებთან ახლოს იმყოფებოდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

,,დაახლოებით ერთი საათის წინ, მტერმა კიდევ ერთხელ გაისროლა ჩუგუევსკის რაიონის ვოლჩანსკის ნაწილზე. ამ დაბომბვის შედეგად ერთბაშად დაიღუპა სოფელ ვოლჩანსკიე ხუტორის სამი მშვიდობიანი მცხოვრები, რომლებიც საკუთარ სახლებთან იმყოფებოდნენ. 48, 45 და 57 წლის მამაკაცებმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღეს“,- აცხადებს სინეგუბოვი.

მსგავსი თემები