ანჯეი დუდა კიევში ჩავიდა

პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა კიევში ჩავიდა. ვიზიტი უკრაინის კონსტიტუციის დღის აღნიშვნას უკავშირდება. ასევე კონსულტაციებს ფრონტზე არსებულ ვითარებაზე, მათ შორის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის თავდასხმის საფრთხესთან დაკავშირებით.

ანჯეი დუდა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავს მოლაპარაკებებს.

განსახილველ საკითხებს შორის იქნება ნატო-ს ივლისის სამინისტთვის მზადება.

მსგავსი თემები