,,ნიკოლოზს შეუქმნეს ყველანაირი კომფორტი და მე გამასამართლეს ნიკოლოზის მაგივრად”- ნელი დოროყაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, ნელი დოროყაშვილი დავას სააპელაციო სასამართლოში აგრძელებს. სასამართლო სხდომაზე ნელი დოროყაშვილმა ვიდეომასალა წარადგინა, რომელზეც, როგორც მან გამარტა, ასახულია როგორც ძალადობს მასზე ნილოზ ბასილაშვილი.

„დააკვირდით მოძრაობას, ნიკოლოზი მოემართება ჩემკენ და ეძებს რაიმე ნივთს, რომ ჩამარტყას. დააკვირდით ხელის მოძრაობას… მომხვდა თავში, მეტკინა ძალიან, მართალია, სხვა დაზიანებებიც მქონდა ამ დროს მიღებული, აღვნიშნე, რომ ბოლო კადრებია, არ მქონია მოლოდინი, რომ იძალადებდა კიდეც ფიზიკურად, მე უბრალოდ ვფიქრობდი, რომ ფსიქოლოგიურად გააგრძელებდა ძალადობას. მანამდე იყო იატაკზე თრევა. ნიკოლოზი ნამდვილად ოთახში იმყოფება, ნამდვილად ვეუბნები, რატომ მირტყამო, ხმას არ მცემს და აგრძელებს ძალიან მშვიდად და წყნარად, არ მეწინააღმდეგება, არ მეუბნება, რას ამბობ, მე არ გირტყამო.

საერთოდ, რად გვინდა ეს დისკუსია, როცა არსებობს ძალადობის კადრები, საერთოდ რატომ დავდივარ აქ, რატომ დავდივარ ეს 4 წელია, გამაგებინეთ. მე გამასამართლეს ნიკოლოზის მაგივრად და ნიკოლოზს შეუქმნეს ყველანაირი კომფორტი. მე დავდივარ 5 წელია და ვამტკიცებ, როგორ დამარტყა ჩანთა“, – განაცხადა ნელი დოროყაშვილმა.

სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომას თავად ჩოგბურთელი არ დასწრებია.

მსგავსი თემები