,,ამ მართლა ნაგავმა ხალხმა მე პუტინისტი დამიძაოს და პასუხი არ გავცე?!”- ირაკლი კობახიძე

,,ამ მართლა ნაგავმა ხალხმა მე პუტინისტი დამიძაოს და პასუხი არ გავცე?!”,- ამის შესახებ ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია არჩევნების დღიდან მოყოლებული აღვივებს რადიკალიზმს.

,,ნებისმიერი ხელისუფლების სუბიექტური ინტერესია, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდი გარემო. ნებისმიერ არჩეულ ხელისუფლებას აინტერესებს, რომ 4 წლის განმავლობაში მშვიდად მართოს ქვეყანა. ვისი ინტერესია, რომ ეს სიმშვიდე არ დაუშვას? ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც არჩევნების დღიდან მოყოლებული აღვივებს რადიკალიზმს. ჩვენი ინტერესი სუბიექტურადაც არის მშვიდად ვმართოთ ეს ქვეყანა. გამოდიან ვიღაც მართალ ნაგავი ხალხი და გეძახიან ხან რუსს, ხან პუტინისტს, ხან კორუმპირებულს. თვითონ კორუმპირებულები და ის ადამიანები, ვინც 20% ჩააბარეს რუსეთის ფედერაცია,”- განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები