„საქართველო ჩვენს სანქციებს არ უერთდება, ჩვენი სანქციებს არ ახორციელებს“ – ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი  

„გამიხარდებოდა იმის თქმა რომ შემეძლოს, რომ სადმე სანქციებისთვის გვერდის ავლის ერთი შემთხვევაც არ არსებობს. რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ზომები, რომლებიც აქ იქნა მიღებული, ძალიან მყარი გარანტიაა იმის, რომ [სანქციებისთვის] გვერდის ავლა არ მოხდება“ –  აცხადებს სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი.

როგორც საქართველოში სტუმრად მყოფმა ო’სალივანმა მედიასთან განაცხადა, საქართველო სანქციებს არ უერთდება,  სანქციებს არ ახორციელებს.

„რუსეთის მიერ უკრაინაში უკანონო ფართომასშტაბური და არაპროვოცირებული ინტერვენციის დაწყების შემდეგ საერთაშორისო საზოგადოებამ დააწესა უპრეცენდეტო დონის სანქციები. ამ სანქციების მიზანია, ხელი შეუშალოს რუსეთის უნარს, აწარმოოს ეს ომი, წაერთვას რუსეთის მთავრობას ამ ომის წარმოებისთვის საჭირო შემოსავალი და რუსეთს დაეკისროს დიდი ეკონომიკური საფასური ამ სასტიკი და არაპროვოცირებული ომისთვის. ამჟამად ჩვენ ვსწავლობთ სანქციების გვერდის ავლის საკითხს, კონკრეტულად კი, ჩვენ ფოკუსირებული ვართ ბრძოლის ველზე საჭირო 38 პროდუქტზე, რომელიც აღმოჩენილია ბრძოლის ველზე უკრაინელების მიერ და რომლებიც გამოყენებულია რუსული იარაღის გასაძლიერებლად“ – აღნიშნა მან.

მსგავსი თემები