მექსიკაში შეიარაღებულმა პირებმა 14 პოლიციელი გაიტაცეს

მექსიკის სამხრეთ ნაწილში შეიარაღებულმა პირებმა პოლიციის 14 თანამშრომელი გაიტაცეს. გატაცებულების ადგილსამყოფლის დასადგენად საჰაერო ოპერაცია მიმდინარეობს.

პოლიციის ადგილობრივი ოფისის წარმომადგენელის განცხადებით, სამართალდამცველები შტატ ჩიპასის დედაქალაქისკენ ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც სატვირთო მანქანებმა ალყაში მოაქციეს.

შეიარაღებულმა პირებმა პოლიციელების ავტომობილში მყოფი ქალები გაათავისუფლეს, ხოლო კაცები გაიტაცეს.

 

მსგავსი თემები