„თუ რუსეთიდან საქართველოში შემოსასვლელ პუნქტებს გაამრავლებ, მაშინ მეტი ყურადღება გჭირდება“ – ო’სალივანი

სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დევიდ ო’სალივანის განცხადებით, თუ რუსეთიდან საქართველოში შემოსასვლელი პუნქტები გაამრავლდება,  მეტი ყურადღება იქნება საჭირო. აღნიშნული განცხადება სალივანმა მედიასთან, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის თემაზე საუბროსას გააკეთა.

„საქართველო ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავდება. ბევრი გზა არსებობს, რომლითაც ხალხი ცდილობს სანქციებს გვერდი აუარონ საბაჟო პუნქტების ან ყალბი დეკლარაციების გამოყენებით… თუ რუსეთიდან საქართველოში შესვლის წერტილების რაოდენობას გაზრდით, მაშინ უნდა გაზარდოთ კონტროლიც ყველა ამ შესვლის პუნქტზე… თუ რუსეთიდან საქართველოში შემოსასვლელ პუნქტებს გაამრავლებ, მაშინ მეტი ყურადღება გჭირდება.  ყოველი ეს შესასვლელი პუნქტი იგივენაირად გაკონტროლდება, როგორც უკვე არსებული პუნქტები და საქართველოს ოფიციალურმა პირებმა დამარწმუნეს, რომ ასე იქნება. ნებისმიერი შემოსასვლელი წერტილი პოტენციალურად სუსტი ადგილია სანქციების აღსრულებაში“ – განაცხადა ო’სალივანმა.

 

მსგავსი თემები