,, საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იციან, რა მნიშვნელოვანია, შეჩერდეს ოკუპანტი, რომელიც იპყრობს მეზობელ ქვეყანას”- ჯიმ ო’ბრაიენი

,,ვფიქრობ, საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იციან, რა მნიშვნელოვანია, რომ შეჩერდეს ოკუპანტი, რომელიც იპყრობს მეზობელ ქვეყანას,”-  ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა,  ჯიმ ო’ბრაიენმა თბილისში გამართული პრესკონფერენციისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ ეს ყველაზე კარგად იცის და ესმის მისი მნიშვნელობა, თავისი გამოცდილებიდან.

„მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იციან, რა მნიშვნელოვანია, რომ შეჩერდეს ოკუპანტი, რომელიც იპყრობს მეზობელ ქვეყანას და საქართველომ ალბათ ეს ყველაზე კარგად იცის, თავისი გამოცდილებიდან და ესმის ამის მნიშვნელობა. ამასთან, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, შეწყდეს იმ საქონლის მიწოდება რუსეთისთვის, რასაც იგი იყენებს ომის კამპანიისთვის და აქ არ არის საუბარი ერთ და ორ შემთხვევაზე. მთავარია, მას არ ჰქონდეს ეს შესაძლებლობა და ამ მიმართულებით ჩვენ ამ დღეების განმავლობაში საკმაოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა გვქონდა“, – განაცხადა ჯიმ ო’ბრაიენმ.

მსგავსი თემები