,,მოგვიწევს, აუცილებელი მოგერიების პირობებში, თითები, ხელები დავალეწოთ ბექა ოდიშარიასნაირ, კობახიძისნაირ და ღარიბაშვილისნაირ ჩმორებს”- ლევან ხაბეიშვილი

ჩვენ მოგვიწევს, აუცილებელი მოგერიების პირობებში, თითები, ხელები დავალეწოთ ბექა ოდიშარიასნაირ, კობახიძისნაირ და ღარიბაშვილისნაირ ჩმორებს, არ ვაპირებთ არაფრის გატარებას და როცა თავს დაგვესხმებით, ძალიან მძიმედაც მიიღებთ, თუ რა თქმა უნდა, ისე ჩასაფრებით და მუხანათურად არ გააკეთებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილი ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას, ირაკლი კობახიძეზე, ირაკლი ღარიბაშვილზე, მამუკა მდინარაძესა და ბექა ოდიშარიაზე.

,,მინდა, მივმართო საზოგადოებას, პირველ რიგში და ვუთხრა, ჩემო ძვირფასებო, იმ პირობებში, როცა ხელისუფლება თავად აორგანიზებს, თავად არის შემსრულებელიც, ზონდერიც, ის კრიმინალებიც, ვისაც აორგანიზებენ ეს ჩმორები, ჩვენ მოგვიწევს, აუცილებელი მოგერიების პირობებში, თითები, ხელები დავალეწოთ ბექა ოდიშარიასნაირ, კობახიძისნაირ და ღარიბაშვილისნაირ ჩმორებს, პირდაპირი მნიშვნელობით, არ ვაპირებთ არაფრის გატარებას და როცა თავს დაგვესხმებით, ძალიან მძიმედაც მიიღებთ, თუ რა თქმა უნდა, ისე ჩასაფრებით და მუხანათურად არ გააკეთებთ. ასევე, მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, „კაგებეშნიკის“ ოჯახში გაზრდილ ირაკლი კობახიძეზე, რომელმაც წინასწარ დააანონსა ეს ყველაფერი, უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, პირველ რიგში მასზე, ირაკლი ღარიბაშვილზე, მდინარაძეზე და ბექა ოდიშარიაზე“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები