კრამატორსკში, დაღუპულთა შორის არიან 14 წლის ტყუპები და 17 წლის გოგო

უკრაინის გენერალური პროკურორის, ანდრეი კოსტინის ინფორმაციით, ღამით რუსეთის მიერ კრამატორსკზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, 60 ადამიანი დაშავდა.

მისივე ცნობით, დაღუპულთა შორის არის სამი არასრულწლოვანი გოგონა, ერთი 17 წლის და  14 წლის დები. 14 წლის ტყუპი დები – იულია და ანა აქსენჩენკოები არიან.

„სამაშველო სამუშაოები გრძელდება. შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ კიდევ იყოს ხალხი“, – ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

მსგავსი თემები