წითელი ხაზია მოღალატის და რუსეთუმეს ძახილი, ვინც აღნიშნულს არ გაითვალისწინებს,  მიიღებს შესაბამის სიტყვიერ პასუხს – ნინო წილოსანი

უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი აცხადებს, რომ მმართველი გუნდისთვის წითელი ხაზია რუსეთუმისა და მოღალატის დაძახება. მისი თქმით, ნებისმიერი, რომელიც აღნიშნულს არ გაითვალისწინებს, მათგან მიიღებს შესაბამის სიტყვიერ პასუხს. ,,სრულიად აბსურდული კავშირია ჩემ განცხადებას თუ ნებისმიერი ჩემი კოლეგის განცხადებას და ამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი ფაქტი იყო, აუცილებლად უნდა გამოიძიოს შესაბამისმა სტრუქტურებმა და დაისაჯონ ადამიანები. ყოველ შემთხვევაში, ძალიან ვისურვებდი, რომ ის ფონი, რომელიც არსებობს აი ამ რაღაც დაპირისპირების და რომელიც სისტემატურად არის წახალისებული ოპოზიციის, თუ ოპოზიციის მომხრე ჟურნალისტების მხრიდან, იყოს მაქსიმალურად ასე ვთქვათ ტემპერატურა დაწეული. რაც შეეხება ქართული ოცნების…

მეტი...

მთავარი მოვლენები ჯერ კიდევ წინ არის – რეზნიკოვი უკრაინის კონტრშეტევაზე

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უკრაინული ჯარების ნელი წინსვლის შესახებ და განაცხადა, რომ კონტრშეტევის „მთავარი მოვლენა“ ჯერ კიდევ წინ არის. როგორც რეზნიკოვმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, ბოლო კვირებში რუსეთის მიერ ოკუპირებული ზოგიერთი დასახლების განთავისუფლება არ იყო დაგეგმილი თავდასხმის „მთავარი მოვლენა“. მისი თქმით, ბოლო მოკრძალებული წარმატებები რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ იყო მხოლოდ “წინასწარი რეპეტიცია” ბევრად უფრო სერიოზული დარტყმისთვის. ,,როდესაც ეს მოხდება, თქვენ ნახავთ ყველაფერს… ყველა დაინახავს ყველაფერს”, – აღნიშნა რეზნიკოვმა და დაადასტურა, რომ უკრაინის ძალების ძირითადი რეზერვები, მათ შორის ბრიგადების უმეტესობა, რომლებიც ახლახანს გაწვრთნეს დასავლეთში და აღჭურვილია ნატოს…

მეტი...

გურჯაანში, ვეტერანებისთვის, უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩატარდება

მიმდინარე წლის 1 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, ჩაატარებს უფასო ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს. საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას მიიღებს კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანი ჯგუფი (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექნოლოგიური აპარატურით. საჭიროების შემთხვევაში, სამსახურის ბენეფიციარებს, უსასყიდლოდ გადაეცემათ ოპტიკური საშუალებები ( სათვალე); ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 11:00 საათიდან. მისამართი: გურჯაანი, რუსთაველის ქუჩა # 15. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. უფასო სამედიცინო აქციები, მთელი…

მეტი...

რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით  227 100 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით,  რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით  227 100 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია:​  ჯარისკაცი დაახლოებით – 227 100; ​ტანკი – 4 036; ჯავშანტექნიკა – 7 847; საარტილერიო სისტემა – 4 089; სარაკეტო სისტემა – 627; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 387; თვითმფრინავები – 314; ვერტმფრენი – 308; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3 499; ფრთოსანი რაკეტები – 1 261; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 6 774; გემი/ნავი/კატარღა – 18;  სპეციალური აღჭურვილობა – 563.

მეტი...

ზელენსკიმ სახელმწიფო კონცერნის, „უკრობორონპრომის“ ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო თავდაცვითი-სამრეწველო კონცერნის, „უკრობორონპრომის“ ხელმძღვანელი იური გუსევი, თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ პრეზიდენტის 27 ივნისის No357/2023 განკარგულებაშია ნათქვამი.  „უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, გუსევის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი კონცერნის ცუდი მუშაობა გახდა. მედიის ცნობით, გუსევმა სარაკეტო პროგრამა ჩაიშალა. კონცერნის ახალ ხელმძღვანელად 31 წლის  გერმან სმეტანინი დაინიშნა.

მეტი...

სასამართლომ ზურაბ ჯაფარიძესა და ნიკა მოსიაშვილს 2 500-2 500-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა

“გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერებს, ზურაბ ჯაფარიძესა და ნიკა მოსიაშვილს სასამართლომ  2 500-2 500-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. მათ ბრალად ედებათ წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა. მოსიაშვილი და ჯაფარიძე 7 მარტის  აქციაზე დააკავეს.

მეტი...

უკანონო თევზჭერის ფაქტზე გამოვლენილი პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უკანონო თევზჭერის ფაქტზე ბრალდებული პირი საჩხერის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით, 1 წლითა და 6 თვის ვადით, პირობითი მსჯავრი შეუფარდა. მათივე ცნობით, სამართალდამრღვევი უკანონო თევზჭერას ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოეთში, მდინარე საძალისხევზე, თევზჭერის აკრძალული იარაღით – ელექტროშოკური აპარატით ახდენდა. ,,გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ქვირითობის პერიოდში, აკრძალულ ადგილას აკრძალული საშუალებებით თევზჭერა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს გულისხმობს (სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერა დაშვებულია მთელი წლის განმავლობაში),”- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მეტი...

ლიეტუვის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა კიევში ჩავიდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ნაუსედა შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და მიიღებს მონაწილეობას უკრაინის კონსტიტუციის მიღებიდან 27 წლის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებებში. გავრცელებული ინფორმაციით, ლიეტუვის  პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტთან ერთად განიხილავს ივლისში ვილნიუსში ნატოს სამიტის დღის წესრიგს, ასევე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების საკითხებს, ლიეტუვის და ევროკავშირის დახმარებას უკრაინისადმი. ნაუსედა ჰააგიდან ჩავიდა კიევში, სადაც გუშინ 7 სახელმწიფოს მეთაურების შეხვედრაზე განიხილა უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა.

მეტი...

ლიეტუვა უკრაინას  NASAMS-ის ტიპის ორ საზენიტო-სარაკეტო სისტემას გადასცემს

უკრაინა ლიეტუვისგან NASAMS-ის ტიპის ორ საზენიტო-სარაკეტო სისტემას მიიღებს. ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა „ტვიტერზე“ ავრცელებს. „ლიეტუვამ შეიძინა NASAMS-ის ტიპის ორი საზენიტო-სარაკეტო სისტემა, რომლებიც გადაეცემა უკრაინას. საზენიტო თავდაცვა არის მთავარი უკრაინის აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – წერს ნაუსედა.    

მეტი...

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში, ჯგუფში ,,ჩვენ ამერიკაში” ვრცელდება. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი.

მეტი...

,,მოწვევა არ მიმიღია და ვერც მონაწილეობას ვერ მივიღებდი”- კახა კალაძე უკრაინის მხარდამჭერ მატჩზე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უკრაინის მხარდამჭერ საფეხბურთო მატჩში მონაწილეობისთვის მოწვევა არ მიუღია. ,,მე მოწვევა არ მიმიღია და ვერც მონაწილეობას ვერ მივიღებდი. ბოლოს როდის გახსოვს, რომ მეთამაშოს ეგეთ შეხვედრაში”, – განაცხადა კახა კალაძე.. ცნობისთვის, მატჩი 5 აგვისტოს, ლონდონში უკრაინის მხარდამჭერი მატჩი გაიმართება.

მეტი...

,,გავუგზავნეთ მკაფიო მესიჯი მოსკოვსა და მინსკს, რომ NATO არის იქ, რათა დაიცვას ყველა მოკავშირე”- იენს სტოლტენბერგი

NATO-ს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ „ვაგნერის“ ჯარის ბელარუსში გადასვლა უფრო დიდ რეგიონულ არასტაბილურობას გამოიწვევს. თუმცა, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი მზადაა დაიცვას თავი ნებისმიერი საფრთხისგან. „ჩვენ გავუგზავნეთ მკაფიო მესიჯი მოსკოვსა და მინსკს, რომ NATO არის იქ, რათა დაიცვას ყველა მოკავშირე, NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი. ჩვენ უკვე გავზარდეთ ჩვენი სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში და მივიღებთ შემდგომ გადაწყვეტილებებს, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის უფრო მაღალი მზადყოფნითა და მეტი შესაძლებლობებით მომავალ სამიტზე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.  

მეტი...

პარიზში აქციაზე შეტაკებები მოხდა – დაკავებულია 20 პირი

პარიზის გარეუბანში პოლიციასა და დემონსტრანტების შორის შეტაკებების დროს 20 ადამიანი დააკავეს.  ნანტერში არეულობა  პოლიციის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად 17 წლის მოზარდის გარდაცვალებას მოჰყვა. მოზარდმა სავარაუდოდ მანქანის გაჩერებაზე უარი თქვა მას შემდეგ, რაც პოლიციამ გაჩერებისკენ მოუწოდა. პოლიციელი მკვლელობის ბრალდებით უკვე დაკავებულია. მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ შემთხვევას ნანტერში  არეულობა მოჰყვა.    

მეტი...

თურქეთში, ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული ქართველი ქალი ბრალს არ აღიარებს

თურქეთში, ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული ქართველი ქალი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. თუმცა, მეორე ეჭვმიტანილი, მოკლულის ბიძა მკვლელობის მოტივზე საუბრობს. ,,ის ცოლზე ძალადობდა, ვცადე შემეჩერებინა, რასაც მისი გაღიზიანება მოჰყვა. მეუბნებოდა, ეს ჩემი ცოლია და რატომ ერევი ჩვენს საქმეშიო. ეს ჩხუბი გახდა მიზეზი, რის გამოც მოხდა ყველაფერი,” – აცხადებს მოკლულის ბიძა. მოკლულის ოჯახი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვს.   წყარო: პრაიმტაიმი

მეტი...

ლუკაშენკოს თქმით, პუტინი დაარწმუნა არ გაენადგურებინა პრიგოჟინი და ”ვაგნერი”

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, მან დაარწმუნა ვლადიმერ პუტინი, არ გაენადგურებინა “ვაგნერის” ჯგუფი და მისი ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი. მისი თქმით, მოახერხა პრიგოჟინის ხელში ჩაგდება და გააფრთხილა, რომ “ბუზივით გაანადგურებდნენ”, თუ “ვაგნერის” ჯარები გააგრძელებდნენ წინსვლას მოსკოვისკენ. ,,ყველაზე საშიში, როგორც მე მესმის, არ არის ის, თუ როგორი იყო სიტუაცია, არამედ ის, თუ როგორ შეიძლება ის განვითარდეს და მისი შედეგები. მე ასევე მივხვდი, რომ მიღებულ იქნა მკაცრი გადაწყვეტილება – განადგურება. პუტინს ვთავაზობდი არ აჩქარებულიყო. მოდით ვისაუბროთ პრიგოჟინთან, მის მეთაურებთან”,- განაცხადა ლუკაშენკომ.  

მეტი...

თავდასხმა კრამატორსკზე – 8 ადამიანი დაიღუპა, 56 დაშავდა

27 ივნისს საღამოს კრამატორსკზე განხორციელებული რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია, 56 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. „28 ივნისს, 07:00 საათის მდგომარეობით, დანგრეული რესტორნის შენობის ნანგრევებიდან რვა გარდაცვლილის, მათ შორის სამი ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს, რომელთაგან ორი დაბადებულია 2008 და 2011 წლებში. დაშავდა 56 ადამიანი, მათ შორის ერთი 2022 წელს დაბადებული ბავშვი“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის განცხადებაში. მაშველები აგრძელებენ დანგრეული შენობის ნანგრევების დემონტაჟს და ადამიანების ძებნას.

მეტი...

,,ერთადერთი, რასაც რუსეთი იმსახურებს, დამარცხება და ტრიბუნალია ყველა რუსი მკვლელისა და ტერორისტის წინააღმდეგ”- ზელენსკი

ტერორის ყოველი გამოვლინება ამტკიცებს, რომ ერთადერთი, რასაც რუსეთი იმსახურებს, დამარცხება და ტრიბუნალია ყველა რუსი მკვლელისა და ტერორისტის წინააღმდეგ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა. ზელენსკი კრამატორკსზე მიტან იერიშს გამოეხმაურა და დაღუპულების ოჯახებსა და მეგობრებს მიუსამძირა. „ზუსტად კრემენჩუკზე, სავაჭრო ცენტრზე რუსი ტერორისტების თავდასხმის წლისთავზე, როცა 22 ადამიანი დაიღუპა, რუსმა ველურებმა ისევ კრემენჩუკის რაიონს რაკეტები დაუშინეს. დღეს. რუსმა ტერორისტებმა ასევე სასტიკად დაბომბეს კრამატორსკი. დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. ვუსამძიმრებ ოჯახებსა და მეგობრებს. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია 40-ზე მეტი ადამიანი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

,,ხვიჩა კვარაცხელიამ 21 წლამდელებში რომ არ ითამაშა ძალიან არ მომეწონა, არ მინდა გაამპარტავნდეს”- ალეკო ელისაშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, არ მოეწონა, რომ ფეხბურთელმა 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა, რომ არ მიიღო. ,,ხვიჩა კვარაცხელიას გადაფიჩინებული ქომაგი და მხარდამჭერი ვარ, მაგრამ 21 წლამდელებში რომ არ ითამაშა ეგ ძალიან არ მომეწონა. საქართველოს ნაკრებში, ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში თამაში არის ჩემი აზრით უდიდესი პატივი და ამ პატივზე უარი ამპარტავნება მგონია. ხვიჩა კვარაცხელია არ მინდა გაამპარტავნდეს,”- წერს ელისაშვილი.  

მეტი...

,,ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, როგორ შეიძლება, ნორმალურ ადამიანს მოსწონდეს ვინმეზე ძალადობა?!“- კახა კალაძე

,,რა თქმა უნდა, ვგმობ, ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, როგორ შეიძლება, ნორმალურ ადამიანს მოსწონდეს ვინმეზე ძალადობა?!“ – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც   ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. მისი თქმით, ძალადობა მარტო ფიზიკური არ არის და  ძალადობა ტელევიზიების მხრიდანაც არის. „ყველანაირი ძალადობა მიუღებელია. ძალადობა მარტო ფიზიკური არ არის, ძალადობა არის ტელევიზიების მხრიდანაც, რაც სამწუხაროა. განსხვავებული აზრის მიუღებლობა და ასე შემდეგ, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, ძალადობა არის მიუღებელი. იგივე პირდაპირი ეთერით გაკეთებული განცხადებები, შეურაცხყოფა, თუნდაც პრეზიდენტთან მიმართებაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება. რეალურად, ორმაგი სტანდარტია. თქვენ არ…

მეტი...

უკრაინაში რუსეთმა 800-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დააკავა, ბევრი აწამა და მოკლა – გაერო

გაერო-ს მონაცემებით, ომის დაწყებიდან პირველ ათ თვეში, უკრანაში რუსეთმა თითქმის 900 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დააკავა, მათგან 77 სიკვდილით დასაჯა. „რუსული ძალები „ფართოდ იყვნენ ჩართული” წამებასა და არასათანადო მოპყრობაში დაკავებულების მიმართ და ზოგიერთ შემთხვევაში სექსუალურად ძალადობდნენ მათზე“, – განაცხადა უკრაინაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, მატილდა ბოგნერმა. ანგარიში მოიცავს ომის 15 თვეს, 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის მაისამდე. „წამება გამოიყენებოდა იმისთვის, რომ მსხვერპლებს ეღიარებინათ უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარება, აიძულებდნენ მათ ეთანამშრომლათ საოკუპაციო ხელისუფლებასთან ან დაეშინებინათ პრო-უკრაინული შეხედულებების მქონე პირები“, – თქვა ბოგნერმა. დაკავებულთა შორის იყვნენ ადგილობრივი საჯარო მოხელეები, ჰუმანიტარული მოხალისეები,…

მეტი...