“აფხაზეთის ძალოვანი სტრუქტურები საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანეს” – რუსული მედია

რუსული სამთავრობო მედიის, ТАСС-ის  ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, “აფხაზეთის ძალოვანი სტრუქტურები გადაყვანილია საგანგებო რეჟიმზე”.

დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ცნობისთვის, ამ დროისთვის რუსეთში დაძაბულობაა. სიტუაცია მას შემდეგ აირია, რაც დაჯგუფება “ვაგნერის” ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია “ვაგნერის” ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა.

მსგავსი თემები