„რუსეთის სისუსტე აშკარაა“ – ზელენსკი რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

ზელენსკი განცხადებაში აცხადებს, რომ „ის, ვინც ბოროტების გზას ირჩევს, თავს ინადგურებს“ და „რუსეთის სისუსტე აშკარაა“.

„რუსეთი პროპაგანდის საშუალებით თავის სისუსტესა და მისი მთავრობის უგუნურებას ნიღბავდა. ახლა კი ისეთი ქაოსია, რომ ტყუილის დამალვა შეუძლებელი ხდება. და ეს ყველაფერი ერთი ადამიანის გამო… რომელსაც არაფრის ლიდერობა არ შეუძლია. რუსეთის სისუსტე აშკარაა“, –  განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები