,,არ გვსურს, რუსეთმა გააგრძელოს კორუფციაში, ბიუროკრატიასა და ტყუილში ცხოვრება” – ევგენი პრიგოჟინი

„ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პასუხობს და ღალატის ბრალდებებს უარყოფს – ამის შესახებ მან გავრცელებულ მორიგ მიმართვაში განაცხადა.

პრიგოჟინი საკუთარ თავსა და „ვაგნერის“ მებრძოლებს სამშობლოს პატრიოტებს უწოდებს.

„სამშობლოს ღალატთან დაკავშირებით პრეზიდენტი ღრმად ცდება. ჩვენ ჩვენი სამშობლოს პატრიოტები ვართ, ვიბრძოდით, ვიბრძვით და არავინ აპირებს პრეზიდენტს, „ეფესბეს“ ან კიდევ ვინმეს მოთხოვნით ჩაბარებას, რადგან არ გვსურს, ქვეყანამ გააგრძელოს კორუფციაში, ბიუროკრატიასა და ტყუილში ცხოვრება“, – განაცხადა პრიგოჟინმა.

ასევე პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ გარკვეულმა პირმა, რომელსაც ის არ ასახელებს, იპარავს უკრაინასთან ომისთვის გამოყოფილ თანხებს ისევე, როგორც მოიპარა აფრიკისთვის გამოყოფილი ფული.

 

მსგავსი თემები