პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, ორბელიანების სასახლესთან აქცია იმართება

”მთელი ჩვენი ცხოვრება ამ ურთულეს პერიოდში მოწოდებულია იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ეს უძვირფასესი მონაპოვარი. ამ დროს, რას აკეთებს ის ქალბატონი, რომლის გაყვანაც, გათრევაც პრეზიდენტად, ამ სასახლეში შებრძანება ძალიან ძვირი დაგვიჯდა”, – ამის შესახებ „საქართველო უპირველეს ყოვლისას“ ლიდერმა ვატო შაქარაშვილმა პრეზიდენტის სასახლის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

შაქარიშვილის თქმით, მათთვის მიუღებელია სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება „მთავარი არხის” დირექტორის შეწყალების შესახებ და მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტს ეს ნაბიჯი არ უნდა გადაედგა.

„ამ სასახლეს ვცემთ კიდევ პატივს თორემ კვერცხსაც იმსახურებს და კიდევ, საღებავებსაც. როდესაც დიღმიდან, აშშ-ს საელჩოდან და ქვეყნის გარედან მას მისცეს მითითება, გამოვიდა და წავიდა ამ დიდი პროვოკაციაზე. გვარამიას შეწყალება იყო პროვოკაცია. სალომე ზურაბიშვილი წავიდა საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობაზე. ალბათ, თავმოყვარეობაზე ლაპარაკი უხერხულია. თავმოყვარეობა რომ ჰქონოდა, ან საკუთარ რეპუტაციას სცემდეს პატივს, ან საკუთარ ხალხს, ის ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, მაგრამ სულ მცირე თავმოყვარეობა მაინც თუ შერჩენია მას, დღესვე უნდა დატოვოს თანამდებობა და შეუერთდეს ხაბეიშვილებს, წითლიძეებს, კუპრავებს და დესტრუქციულ ძალებს, სადაც მისი რეალური ადგილი ყოფილა. ვხედავთ რა ვითარებაა ჩვენ გარშემო, მსოფლიოში და ეს მშვიდობა კბილებით გვიჭირავს, ხელისუფლებას, ეკლესიას, მოსახლეობას. მთელი ჩვენი ცხოვრება ამ ურთულეს პერიოდში მოწოდებულია იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ეს უძვირფასესი მონაპოვარი. ამ დროს, რას აკეთებს ის ქალბატონი, რომლის გაყვანაც, გათრევაც პრეზიდენტად, ამ სასახლეში შებრძანება ძალიან ძვირი დაგვიჯდა თითოეულ ჩვენგანს”, – განაცხადა შაქარიშვილმა.

მსგავსი თემები