,,დროა, მიატოვოთ ყალბი ნეიტრალიტეტი და მისცეთ უკრაინას საჭირო იარაღი” – დმიტრო კულება

რუსეთში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ეხმაურება.

„მათ, ვინც ამბობდნენ, რომ რუსეთი ზედმეტად ძლიერია დამარცხებისთვის, შეხედეთ ახლა. დროა, მიატოვოთ ყალბი ნეიტრალიტეტი და ესკალაციის შიში, მისცეთ უკრაინას ყველა საჭირო იარაღი; დაივიწყოთ რუსეთთან მეგობრობა ან ბიზნესი. დროა, ბოლო მოეღოს ბოროტებას, რომელიც ყველას სძულდა, თუმცა ყველას ეშინოდა დამხობის“, – წერს კულება „ტვიტერში“

მსგავსი თემები