ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, რუსეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევროპელ და დიდი შვიდეულის ლიდერებთან კონტაქტზეა.
„რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ყურადღების ვაკვირდები ევროპელ და დიდი შვიდეულის ლიდერებთან ერთად“, – განაცხადა მიშელმა.
აღნიშნულ თემაზე კომენტარი გააკეთა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმაც.
როგორც სუნაკმა „ბიბისის“ განუცხადა, ის მოკავშირეებთან რუსეთში მიმდინარე შეიარაღებული აჯანყების განხილვას გეგმავს.