მოსკოვის მერმა ორშაბათი არასამუშაო დღედ გამოაცხადა

მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი Telegram-ზე წერს, რომ მოსკოვში “კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი” გამოცხადდა და “რისკების შესამცირებლად ორშაბათი არასამუშაო დღე” იქნება.

“ძვირფასო მოქალაქენო, მოსკოვში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა. მდგომარეობა რთულია. რისკების მინიმიზაციის მიზნით, მე, ოპერატიული შტაბის ფარგლებში, გადავწყვიტე ორშაბათი გამოვაცხადო არასამუშაო დღედ – გარდა ხელისუფლებისა და უწყვეტი ციკლის საწარმოებისა, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და ქალაქის სამსახურებისთვის,” – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები