ვორონეჟში „ვაგნერისა“ და რუსეთის სამხედრო ძალებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს

ადგილობრივი ტელეგრამ -არხების ინფორმაციით, ვორონეჟის ოლქში „ვაგნერისა“ და სამთავრობო ძალებს შორის საბრძოლო შეტაკებები მიმდინარეობს. “ვორონეჟის ოლქის სოფელ ვერხნი მამონში აფეთქებების ხმა გაისმის. სოფელი როსტოვი-ვორონეჟის გზაზე მდებარეობს. ოლქში აფეთქებებია. ისმის სროლის ხმა. ავიაცია М-4-ის ტრასას ბომბავს, რომელზეც „ვაგნერის“ მებრძოლები გადაადგილდებიან”, – იუწყება ტელეგრამ-არხები

მეტი...

,,შეწყალებით პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ იზიარებს იმ შეფასებას, რომელსაც გვარამია მის მიმართ აკეთებდა”- ირაკლი კობახიძე

,,რეალურად, ნიკა გვარამიას შეწყალებით პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ იზიარებს იმ შეფასებას, რომელსაც გვარამია მის მიმართ აკეთებდა, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა”, –  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის შეფასებით, ფაქტობრივად, ერთ აგენტს შეაწყალებინეს მეორე აგენტი და ამით დასტურდება კიდევ ერთი რამ, რომ არიან ძალები, რომლებსაც საქართველოში პოლარიზაციის გაღვივება სურთ. „ერთ კომენტარს გავაკეთებ შეწყალების ფაქტთან დაკავშირებით. ჩვენ ვამბობდით, რომ გვქონდა იმედი, პრეზიდენტი ამას არ გააკეთებდა, ამ ნაბიჯს არ გადადგამდა, თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ეთანხმება იმას, რასაც მასზე ამბობდა ნიკა გვარამია თავის დროზე. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. რეალურად, მან დაადასტურა,…

მეტი...

პროკურატურამ, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის დანაშაულზე სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრების მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი შეიმუშავა

პროკურატურამ, ცხოველის წამების და მისდამი სასტიკი მოპყრობის ფაქტების პრევენციის და ამ დანაშაულზე სისხლის სამართლის  პოლიტიკის გამკაცრების მიზნით, პარლამენტთან ერთად, შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი. ცვლილება ითვალისწინებს ცხოველის წამების და მისდამი სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე სასჯელის გამკაცრებას, რაც ხელს შეუწყობს მსგავსი დანაშაულის პრევენციას. აქვე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო კამპანიას იწყებს, რომლის მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და აღნიშნული დანაშაულის პრევენციაა. კამპანიის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში, დაინტერესებულ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, საზოგადოების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება.

მეტი...

მოსკოვში ყველა მასობრივი ღონისძიება გაუქმდა

რუსული ფორბსის ინფორმაციით, მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის განცხადებით, მოსკოვში ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმის გამოცხადების შემდეგ ყველა დაგეგმილი მასობრივი ღონისძიება გაუქმდა. მისივე განცხადებით, ქალაქში სამოქალაქო სერვისები სრულად ფუნქციონირებს და არც მოძრაობაა შეზღუდული. თუმცა, მაგალითად 24 ივნისს 39 ათას მოსწავლეს გამოსაშვები საღამო ჰქონდა, რომელმაც ერთი კვირით – 1 ივლისამდე გადაიწია. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო TASS-ის ცნობით, ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებისთვის დიპლომების გადაცემის ცერემონია გადადო. დღეს დილით სობიანინმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვში მიიღებოდა ” ანტიტერორისტული ზომები”, რომლებიც მიზნად ისახავდა უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას”. ამასთან, მოსკოვის მერმა აღნიშნა, რომ გზებზე დამატებითი კონტროლი დაინერგა.

მეტი...

ანა დოლიძე ხელისუფლებას ნდობის ჯგუფის მოწვევისკენ მოუწოდებს

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ხელისუფლებას ნდობის ჯგუფის მოწვევისკენ მოუწოდებს. დოლიძე აცხადებს, რომ ნდობის ჯგუფმა უნდა შეიმუშაოს სტრატეგიული სცენარები და წარუდგინოს აღმასრულებელ ხელისუფლებას. „დღეს ჩვენ ვიმყოფებით ძალიან რთულ სიტუაციაში, რუსეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით აუცილებელია შემდეგი ნაბიჯების გადადგმა: 1. საქართველოს პარლამენტმა სასწრაფოდ მოიწვიოს ნდობის ჯგუფი. შეგახსენებთ, რომ სწორედ ნდობის ჯგუფის საქმეა უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხების განხილვა დემოკრატიულ, საპარლამენტო ფორმატში, თუმცა საიდუმლოს და კონფიდენციალობის დაცვით; 2. მოიწვიონ ყველა საპარლამენტო ჯგუფის და ფრაქციის წარმომადგენლები (საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით ეს შესაძლებელია); 3. ნდობის ჯგუფმა უნდა სასწრაფოდ მოისმინოს თავდაცვის, სუს-ის და შსს მინისტრების ანალიტიკა ვითარებასთან დაკავშირებით;…

მეტი...

მამუკა ხაზარაძე რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვას ითხოვს

რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვას “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძეც ითხოვს. კერძოდ, ხაზარაძე მიიჩნევს, რომ რუსეთში დაძაბული ვითარების ფონზე საჭიროა, ქვეყანამ ცალმხრივად ჩაკეტოს საზღვარი და რუსეთთან სავიზო რეჟიმი აამოქმედოს. “ჩვენ ასე მოვიქცეოდით: 1. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა 2. საზღვრების შეზღუდვა/ჩაკეტვა 3. ვიზების შემოღება 4. მომზადება ქვეყნის გაერთიანებისთვის “ქართული ოცნება” თქვენ რას აპირებთ?”,-წერს ხაზარაძე Facebook-ზე. ცნობისთვის, დღეს მთავრობას რუსეთთან საზღვრის დროებით ჩაკეტვისკენ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამაც მოუწოდა

მეტი...

,,რუსეთში განვითარებულ მოვლენებს ჩვენ უნდა დავაკვირდეთ”- ირაკლი კობახიძე

,,რაც შეეხება რუსეთში განვითარებულ მოვლენებს, ამ მოვლენებს ჩვენ უნდა დავაკვირდეთ. ეს არის ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „ბუნებრივია, ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ. ეს არის და ეს, მეტი არაფერი“, – განაცხადა კობახიძემ. ამასთან, ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს კომენტარი სთხოვეს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას ფეისბუქ სტატუსთან დაკავშირებით, სადაც ის უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის მოწოდებით გამოდის. „ასეთი სისულელე ადრე თვითონ გახარიასაც კი არ უთქვამს. ქვეყნის უსაფრთხოება არის დაცული, ყველაფერი არის დაცული. ამაზე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ზრუნავენ ჩვენი სახელმწიფო უწყებები. სახელმწიფო მყარად დგას უსაფრთხოების სადარაჯოზე და არავის…

მეტი...

“ვაგნერი” აცხადებს, რომ აკონტროლებენ რუსულ სამხედრო ობიექტებს ქალაქ ვორონეჟში

რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერი” აცხადებს, რომ აკონტროლებენ რუსულ სამხედრო ობიექტებს ქალაქ ვორონეჟში. “ვორონეჟში სამხედრო ობიექტები გადაყვანილია ვაგნერის PMC-ის კონტროლის ქვეშ. ჯარი გადადის ხალხის მხარეს”, – ნათქვამია “ვაგნერის” ტელეგრამის არხის მოკლე განცხადებაში.  ინფორმაციისთვის, “ვაგნერი” უკვე სრულად აკონტროლებს როსტოვის სამხედრო ობიექტებს

მეტი...

დღეს, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ბელგიას დაუპირისპირდება

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩს დღეს, 24 ივნისს, „დინამო არენაზე“ ბელგიათან გამართავს. პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა, ბელგიისა და ნიდერლანდების მატჩი კი ფრედ 0:0 დასრულდა და ჯგუფში რამაზ სვანაძის გუნდი გალიდერდა. მოგების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი მეოთხედფინალის საგზურს გაინაღდებს. 23 ივნისს, საქართველოს ნაკრებმა ოფიციალური რეგლამენტით გათვალისწინებული მატჩის წინა ვარჯიში საგურამოში, თბილისის „ლოკომოტივის“ ბაზაზე ჩაატარა. საბედნიეროდ, ყველა ფეხბურთელი ფორმაშია.

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარე ეწვია

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარე შონ ო ფარელი დელეგაციასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ეწვია. მომსახურების სააგენტოში სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა, მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ბესიკ ტეფნაძემ და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს. ,,მხარეებმა საქართველოსა და ირლანდიას შორის მართვის მოწმობების ურთიერთ აღიარების შესახებ შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ ქართული მართვის მოწმობების კატეგორიებისა და მათი გაცემის წესის შესახებ. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ მომსახურების სააგენტოს მუშაობის სპეციფიკას, აგრეთვე იმ სერვისებს, რომლებსაც სააგენტო მოქალაქეებს სთავაზობს. შეხვედრის დასასრულს…

მეტი...

,,არ დავუშვებთ, რომ სამოქალაქო ომი კვლავ მოხდეს, დავიცავთ ჩვენს ხალხსა და სამშობლოს” – პუტინი

,,არ დავუშვებთ, რომ სამოქალაქო ომი კვლავ მოხდეს, დავიცავთ ჩვენს ხალხსა და სამშობლოს”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საგანგებო მიმართვისას განაცხადა. პუტინმა „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ქმედებებს ღალატი უწოდა და განაცხადა, რომ მოსკოვის რეაგირება მკაცრი იქნება. „ეს არის ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნისთვის ზურგში დარტყმა. სწორედ ასეთი დარტყმა მიაყენეს რუსეთს 1917 წელს, როდესაც ქვეყანა აწარმოებდა პირველ მსოფლიო ომს. თუმცა, გამარჯვება მას მოჰპარეს. ინტრიგები, დავები, პოლიტიკანობა ხალხის ზურგს უკან მობრუნდა უდიდესი კატასტროფით, არმიის დანგრევით და სახელმწიფოს დაშლით, უზარმაზარი ტერიტორიების დაკარგვით, საბოლოო ჯამში, სამოქალაქო ომის ტრაგედიით. რუსები კლავდნენ რუსებს, ძმები ძმებს.…

მეტი...

კობა კობალაძე სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება

ნიდერლანდების სამეფოს ვეტერანთა ინსტიტუტის ოფიციალური მიწვევით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები ნიდერლანდების სამეფოში იმყოფებიან. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კობა კობალაძემ, ჰააგაში, საქართველოს საელჩოში, “ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრთან” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის მიზანია, „ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრსა“ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ერთმანეთთან კოორდინაციით, ერთობლივი კულტურული და საქველმოქმედო პროექტების განხორციელება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მემორანდუმის მიზნების მისაღწევად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გახდება „ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის“ პარტნიორი, რაც, მათ, საშუალებას მისცემს, ითანამშრომლონ საქართველოსა და მის…

მეტი...

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო – დაკავებულია 12 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, კახეთისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 12 პირი. სამინისტროს ცნობით, დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი 1983 წელს დაბადებული ლ.რ. დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკას – ორი პისტოლეტი, პრი მჭიდი, 21 ვაზნა და რვა მასრა ამოიღეს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს…

მეტი...

,,რეგიონებს მოვუწოდებ შავი ჭირის პრევენციისთვის მოემზადონ”- რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი

რუსეთის მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმი რეგიონებს მოუწოდებს, შავი ჭირის პრევენციისთვის მოემზადონ. ექიმის განცხადებით, რუსეთის საზღვართან ახლოს, შავი ჭირის 137 კერაა აღმოჩენილი. „უზრუნველყოფილი იყოს რუსეთის ფედერაციის სუბიექტის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოებისა და სამედიცინო ორგანიზაციების მზადყოფნა ღონისძიებების განხორციელებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავს ჭირის წარმოშობისა და გავრცელების პრევენციას, იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს ბუნებრივი კერების აქტიურობის ეპიდემიური რისკები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის სუბიექტის ტერიტორიაზე მდებარეობს“, – აცხდებს ექიმი.

მეტი...

,,მოვუწოდებ მთავრობას, მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო და დაროებით ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთთან”- გიორგი გახარია

პარტია „საქართველოს“ ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს მთავრობას უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისა და რუსეთთან საზღვრების დროებით ჩაკეტვისკენ მოუწოდებს. ყოფილი პრემიერის განცხადებით, საფრთხე რეალურია. „მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო და დაიცვას ქვეყნის ინტერესები! არაპროგნოზირებადი ვითარების გათვალისწინებით და სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დროებით ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთთან. საფრთხე რეალურია! საქართველოს სახელმწიფო საზღვარი – ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ყველაზე ახლო წერტილია გამწვავების ზონასთან. მშვიდობის შენარჩუნებისთვის დროულად მოქმედებაა საჭირო“, – წერს სოციალურ ქსელში გახარია. ცნობისთვის, „ვარგნერის” ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერის” პოზიციებზე დარტყმებში დაადანაშაულა და გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან „გასარკვევად…

მეტი...

,,მივმარავთ “ვაგნერის” მებრძოლებს გამოიჩინონ გონივრულობა” – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო “ვაგნერის” მებრძოლებს მიმართავს. სამინისტრო “ვაგნერის” მებრძოლებს მოუწოდებს უარი თქვან შეიარაღებულ აჯანყებაში მონაწილეობაზე. თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ყველა მებრძოლსა თუ მეთაურს, ვინც მათ მიმართა, საჭირო დახმარება აღმოუჩინეს. “მივმართავთ ვაგნერის თავდასხმის რაზმების მებრძოლებს. თქვენ მოტყუებით ხართ ჩართულების პრიგოჟინის კრიმინალურ ავანტიურაში და შეიარაღებულ აჯანყებაში. რამდენიმე რაზმიდან თქვენმა ბევრმა თანამებრძოლმა თავისი შეცდომა უკვე გააცნობიერა და მუდმივი განლაგების პუნქტებში უსაფრთხოდ დაბრუნებისთვის დახმარება ითხოვა,” – ნათქვამია განცხადებაში.  

მეტი...

,,ვიმედოვნებთ, რომ ნიკა გვარამიას შეწყალება პოლარიზაციას შეამცირებს”- სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი

,,ვიმედოვნებთ, რომ ნიკა გვარამიას შეწყალება პოლარიზაციას შეამცირებს და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დააახლოებს”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერმა განაცხადა. „შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას შეიწყალოს ჟურნალისტი ნიკა გვარამია. ვიმედოვნებთ, რომ ეს ნაბიჯი შეამცირებს პოლარიზაციას და საქართველოს ხალხს მათ მიერ დასახულ მიზანთან – ევროკავშირში გაწევრიანებასთან – დააახლოებს”, – აცხადებს მილერი.

მეტი...

“„ვაგნერმა“ ჩამოაგდო ვერტმფრენი, რომელმაც ცეცხლი გაუხსნა „სამოქალაქო კოლონას“ – ევგენი პრიგოჟინი

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, „ვაგნერმა“ ჩამოაგდო ვერტმფრენი, რომელმაც ცეცხლი გაუხსნა „სამოქალაქო კოლონას“. თვითმხილველებმა „დოჟდს“ განუცხადეს, რომ დონის როსტოვში ვერტმფრენების ხმა ისმის. როსტოვის ოლქის გუბერნატორმა, ვასილი გოლუბევმა მიმართა რეგიონის მცხოვრებლებს და სთხოვა, არ დატოვონ სახლი საჭიროების გარეშე. ლიპეცკის ოლქის გუბერნატორმა, იგორ არტამონოვმა რეკომენდაცია გაუწია რეგიონის მცხოვრებლებს სამხრეთით გამგზავრებაზე უარი თქვან.  

მეტი...

მოსკოვში, მოსკოვისა და ვორონეჟის რეგიონებში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ამოქმედდა

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, რუსეთი ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა მოსკოვში, მოსკოვისა და ვორონეჟის რეგიონებში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ამოქმედდა. “მოსკოვის, მოსკოვისა და ვორონეჟის რეგიონის ტერიტორიაზე შესაძლო ტერორისტული აქტების პრევენციის მიზნით, შემოღებული იქნა ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმი”, – ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.

მეტი...

,,რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ჯო ბაიდენიც გაეცნო” – თეთრი სახლი

“ვაკვირდებით სიტუაციას, რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ჯო ბაიდენიც გაეცნო”, – ამის შესახებ შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ადამ ჰოჯიმ განაცხადა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. „ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას და გავმართავთ კონსულტაციებს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ამ მოვლენებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ჰოჯის განცხადებაში. ცნობისთვის, რუსეთში ამ დროისთვის დაძაბულობაა. სიტუაცია მას შემდეგ აირია, რაც დაჯგუფება “ვაგნერის” ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია “ვაგნერის” ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა

მეტი...

,,პრეზიდენტი პუტინი მოსახლეობას მიმართავს” – კრემლის პრესსპიკერი

კრემლის პრესსპიკერის ინფორმაციით, პრეზიდენტი პუტინი მოსახლეობას მიმართავს. დიმიტრი პესკოვის განცხადებით, პუტინი სიტყვით “მალე” გამოვა. პესკოვს არ დაუკონკრეტებია რა თემაზე ილაპარაკებს პუტინი, მაგრამ სავარაუდოა, რომ ის დაკავშირებული იქნება კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” ხელმძღვანელ, ევგენი პრიგოჟინთან. პრიგოჟინმა დღეს დილით განაცხადა, რომ როსტოვში შევიდნენ და ყველა სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ.

მეტი...

,,როსტოვის სამხედრო ობიექტები კონტროლზე გვყავს აყვანილი” – ევგენი პრიგოჟინი

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, კომპანიას როსტოვის სამხედრო ობიექტები კონტროლზე აქვს აყვანილი, კერძოდ აეროდრომი. პრიგოჟინის ინფორმაციით, დაკავებულია შტაბის შენობა. პრიგოჟინის “პრესსასმახური” აქვეყნებს ვიდეოს, რომელზეც „ვაგნერის“ ხელმძღვანელი რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან იუნუს-ბეკ ევკუროვთან და გენშტაბის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილესთან ვლადიმერ ალექსეევთან „აწარმოებს მოლაპარაკებებს“ და აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კომპანიამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკვე მესამე ვერტმფრენი ჩამოაგდო. „როსტოვში გენშტაბის უფროსის და შოიგუს მისაღებად მოვედით. სანამ ისინი აქ არ ჩამოვლენ, ჩვენ გავაგრძელებთ ქალაქის ბლოკირებას და წავალთ მოსკოვზე”, – აცხადებს პრიგოჟინი.

მეტი...

როსტოვში სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბთან სამხედრო ბკოლპოსტები აღმართეს

როსტოვში სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბთან სამხედრო ბკოლპოსტები აღმართეს – ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელმწიფო გამოცემა  ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, ბლოკპოსტებზე სამხედრო მოსამსახურეები და სამართლამდამცავი ორგანოების თანამშრომლები დგანან. შტაბთან მიმდებარე ქუჩებზე სამხედროების პოსტებია აღმართული, პოლიციის მანქანები და ჯავშანტექნიკა დგას. გამოცემის ცნობით, როსტოვის დასავლეთ ნაწილში ავიაციის ხმა ისმის.

მეტი...

კიევის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა – უკრაინული მედია

რუსეთის მიერ კიევის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მაღალსართულიან კორპუსში, ნამსხვრევების მოყოლის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა. გარდა ამისა, ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენებს სამედიცინო დახმარება ადგილზევე ჩაუტარდათ. ასევე დაზიანდა 24-სართულიანი შენობის ავტოსადგომზე მდგარი 40-მდე მანქანა. ამასთან, გასულ ღამეს საჰაერო განგაში გამოცხადდა სუმის, პოლტავას, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, მიკოლაივის და ოდესის რეგიონებში.

მეტი...

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – მივესალმებით ნიკა გვარამიას შეწყალებას

საფრანგეთი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, გადაწყვეტილებას შეიწყალოს სატელევიზიო არხის მფლობელი ნიკა გვარამია, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „ბატონი გვარამიას სასამართლო პროცესმა და განაჩენმა კითხვები გააჩინა მედიის თავისუფლების გარანტირებისადმი და სასამართლოს დამოუკიდებლობისადმი საქართველოს ერთგულების შესახებ. როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქალბატონმა კატრინ კოლომინამ, 28 აპრილს თბილისში ვიზიტისას გაიმეორა, საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. საფრანგეთი მოუწოდებს მთავრობასა და ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოში გაერთიანდნენ რეფორმების დასაჩქარებლად, კონკრეტულად კი 21 ივნისს ევროკომისიის ანგარიშში გამოკვეთილ თორმეტ საკვანძო პრიორიტეტის იმპლემენტაციის პროგრესზე ფოკუსირდნენ“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

მეტი...

,,პრეზიდენტს აქვს ინფორმაცია ევგენი პრიგოჟინის გარშემო შექმნილ ვითარებაზე” – დიმიტრი პესკოვი

,,რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აქვს ინფორმაცია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის გარშემო შექმნილ ვითარებაზე” , – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. პესკოვის განცხადებით, ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებულ ვითარებაზე ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული. ცნობისთვის, „ვარგნერის” ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერის” პოზიციებზე დარტყმებში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან „გასარკვევად მიდიან.”

მეტი...

კრემლში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული

მოსკოვში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული, გაძლიერებული დაცვის ქვეშ აყვანილია სახელმწიფო შენობები, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა  ავრცელებს. “მოსკოვში უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული, გაძლიერებული დაცვის ქვეშ აყვანილია ყველა უმნიშვნელოვანესი ობიექტი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები,” – განაცხადა გამოცემის წყარომ. წყაროს თანახმად, “როსგვარდიის” “ომონ”-ისა და “სობრ”-ის ქვედანაყოფები განგაშის რეჟიმში არიან მოყვანილი. ცნობისთვის, „ვარგნერის” ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერის” პოზიციებზე დარტყმებში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან „გასარკვევად მიდიან.”

მეტი...

რუსულმა თავდაცვამ „ვაგნერის“ ბანაკბი დაბომბა

რუსეთში ვითარება აირია. ამჯერად. თავდაცვს უწყება და კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი“ ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. „ვაგნერის” ლიდერის ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის” ბანაკები დაბომბეს. „ისინი, ვინც კერძო სამხედრო კომპანიის ბანაკებზე დარტყმა მიიტანა, დაისჯებიან… ყველას, ვინც ეცდება წინააღმდეგობა გაგვიწიოს, ჩვენ ჩავთვლით, რომ საფრთხეა და დაუყოვნებლივ გავანადგურებთ. ყველას სიმშვიდის შენარჩუნებას გთხოვთ, პროვოკაციებს არ აყვეთ, საკუთარ სახლებში დარჩით. ჯარში სამართლიანობა იქნება აღდგენილი, და ამის შემდეგ კი სამართლიანობა მთელ რუსეთში…“ – ეს განცხადება „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა გააკეთა. მისივე თქმით, „„შოიგუ ამ წამს გაიქცა როსტოვიდან, ლაჩრულად, როგორც ქალაჩუნა. ეს ნაძირალა შეჩერებული იქნება. ჩვენ 25…

მეტი...