პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდა, დაუყოვნებლივ მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდა რომ დაუყოვნებლივ მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო.

როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, საბჭოზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი უნდა იქნას განხილული, მათ შორის საზღვრის კონტროლის გამკაცრება, სავიზო რეჟიმის გადახედვა და სანქცირებული პირების სიების გამოყენება.

“იძულებული ვარ რომ საჯაროდ მოვუწოდო პრემიერ-მინისტრს, რომ დაუყოვნებლივ მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო. მიმაჩნია, რომ დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უნდა იყოს განხილული ამ საკითხში, დროს აღარ ითმენს. ერთი არის საზღვრის კონტროლის გამკაცრება და სავიზო რეჟიმის გადახედვა, მეორე არის სანქცირებული პირების სიების გამოყენება საზღვარზე, ანუ იმ სიების რომელიც არსებობს და ჩვენი პარტნიორები ამ სიებს აკონტროლებენ.

ინფორმაციული ვაკუუმი არ უნდა შეიქმნას, რამეთუ საზოგადოებამ უნდა მიიღოს დროულად და დეტალურად ყველა მისთვის საჭირო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ზომებს იღებს ხელისუფლება იმისთვის რომ დაცული იყოს ქვეყნის უსაფრთხოება”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები