პუტინმა ბელარუსის, უზბეკეთის და ყაზახეთის პრეზიდენტებს რუსეთში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის, უზბეკეთის და ყაზახეთის პრეზიდენტებს რუსეთში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვი ავრცელებს.

როგორც ვლადიმერ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა განაცხადა, მიმდინარე მოვლენები რუსეთის შიდა საქმეა.

„საკონსტიტუციო წესრიგი და კანონის უზენაესობა ქვეყანაში მართლწესრიგის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ეს არის საზოგადოების უსაფრთხოების და მისი წარმატებული განვითარების საწინდარი“, – აღნიშნა ყაზახეთის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები