,,რუსეთში სამოქალაქო ომის დაწყებას თვალს ვადევნებთ” – მიხაილ პოდოლიაკი

,,რუსეთში სამოქალაქო ომის დაწყებას თვალს ვადევნებთ”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.

პოდოლიაკის ცნობით, უკრაინის კონტრშეტევის დაწყებამ საბოლოოდ მოახდინა რუსეთის ელიტების დესტაბილიზაცია.

„უკრაინის კონტრშეტევის დაწყებამ საბოლოოდ მოახდინა რუსეთის ელიტების დესტაბილიზაცია და გააძლიერა შიდა განხეთქილება, რომელიც უკრაინაში მარცხის შემდგომ გაჩნდა. დღეს ჩვენ, ფაქტობრივად, თვალს ვადევნებთ სამოქალაქო ომის დაწყებას. პრიგოჟინის ჯგუფი იკავებს სამხედრო ობიექტებს, შტაბებს და მთელ ქალაქებს, რა დროსაც მას გზაზე თითქმის არ ხვდება წინააღმდეგობა, ის განაიარაღებს სამხედროებს და პოლიციელებს. პუტინი პრიგოჟინს მოღალატედ და უკანონოდ აცხადებს და აანონსებს სპეცსამსახურებისადმი შესაბამის ბრძანებებს, თუმცა არაფერი ხდება – მართვის კრიზისი, ძალაუფლების ფაქტობრივი დაკარგვა. ამავე დროს, „ვაგნერი“ განაგრძობს თავის მარშს მოსკოვზე. უკრაინა განაგრძობს თავისი გზით სვლას. 1991 წლის საზღვრებამდე“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.

მსგავსი თემები