,,ბიძინა ივანიშვილი არის ფინანსური შანტაჟის ქვეშ”- ირაკლი კობახიძე

,,ბიძინა ივანიშვილი არის ფინანსური შანტაჟის ქვეშ და მასზე მოქმედებს დე ფაქტო სანქციები, რაც დაკავშირებულია იმ პოლიტიკურ პროცესებთან, რომლებიც ვითარდება ჩვენი ქვეყნის გარშემო და იმ ინტერესთან, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მიმართ არის”, –  ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

კობახიძემ აღნიშნა, რომ  „Credit Suisse-ი მოქმედებდა თავხედურად“.

„ეს არის მანკიერი ინტერესი, რომ საქართველო იქცეს მეორე ფრონტად. რა თქმა უნდა, როცა საქმე ეხება სასამართლო პროცესებს, იქ მოსამართლეს აქვს თავისი პასუხისმგებლობა და არის თეთრი ძაფით ნაკერი საქმე. ადამიანს, უბრალოდ, არ აქვს წვდომა საკუთარ ანგარიშზე, რაც არის წარმოუდგენელი მოვლენა. საქმე ეხება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ბანკს, „კრედიტ სუისს“. აქედან გამომდინარე, ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რასთან არის დაკავშირებული ის თავხედური ქმედება, რომელსაც ახორციელებს „კრედიტ სუისი“ ბიძინა ივანიშვილის მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მსგავსი თემები