,,რაც ახლა ხდება ეს არის ქმედება სახელმწიფოს წინააღმდეგ, აუცილებელია ეროვნული ლიდერის ირგვლივ გაერთიანება”- კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი Telegram არხზე წერს, რომ ყველაფერს გააკეთებს რუსეთის ერთიანობის შესანარჩუნებლად.

კადიროვმა მიმდინარე მოვლენებს “საზიზღარი ღალატი” უწოდა.

“მივმართავ მებრძოლებს – სამშობლოს პატრიოტებს. არ აჰყვეთ პროვოკაციებს. რაც არ უნდა დასახონ მიზნები, რა დაპირებებიც არ უნდა მოგცენ, ასეთ მომენტში სახელმწიფოს უსაფრთხოება და რუსული საზოგადოების ერთიანობა უპირველესია! ნახეთ, როგორ სარგებლობენ ჩვენი დასავლეთის მტრები ამ სიტუაციით და ეს არის პრიგოჟინის მოღალატური ლაშქრობის მოსალოდნელი შედეგები.

ის, რაც ხდება, არ არის ულტიმატუმი თავდაცვის სამინისტროს მიმართ. ეს არის ქმედება სახელმწიფოსთვის წინააღმდეგ და ამ ქმედების წინააღმდეგ აუცილებელია ეროვნული ლიდერის ირგვლივ გაერთიანება: სამხედროები, უსაფრთხოების ძალები, გუბერნატორები და მშვიდობიანი მოსახლეობა.

ჩეჩნეთის რესპუბლიკაში თავდაცვის სამინისტროსა და რუსეთის გვარდიის მებრძოლები დაძაბულობის ზონებში უკვე გაემგზავრნენ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევინარჩუნოთ რუსეთის ერთიანობა და დავიცვათ მისი სახელმწიფოებრიობა! აჯანყება უნდა ჩავახშოთ და თუ ამას მკაცრი ზომები სჭირდება, მაშინ ჩვენ მზად ვართ! ” – წერს კადიროვი.

მსგავსი თემები