რუსეთის ძალებისა და „ვაგნერის“ დანაკარგების შესახებ პირველი ცნობები ქვეყნდება

„Oryx“-მა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისა და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დანაკარგების დაანგარიშება დაიწყო.

მათი ინფორმაციით, ჯერჯერობით რუსული რეგულარული არმია უფრო ბევრ დანაკარგს განიცდის.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევგენი პრიგოჟინის მებრძოლებთან შეტაკებებში, რუსეთის სამხედროებმა თვითმფრინავი ილ-22, რადიოელექტრონული ბრძოლის 2 ვერტმფრენი, ერთი ვერტმფრენი მი-35, საბრძოლო მანქანა “ტიგრი” და სამხედრო კამაზი დაკარგეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ავიაცია განადგურებულია, ხოლო მანქანები „ვაგნერის“ განკარგულებაშია. „ვაგნერმა“ კი მხოლოდ და მხოლოდ ერთი „უაზის“ ტიპის მანქანა დაკარგა.

მსგავსი თემები