,,25 000-ვე მზად ვართ სიკვდილისთვის” – ევგენი პრიგოჟინი

ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ რუსი სამხედროების წინააღმდეგ მოქმედებებში, „ვაგნერის“ დაქირავებულ მებრძოლთა ჯგუფის ყველა წევრი “მზადაა სიკვდილისთვის”.

„ყველა ჩვენგანი მზად არის სიკვდილისთვის. 25,000-ვე, შემდეგ კი მომდევნო 25 000″, –  განაცხადა  პრიგოჟინმა და დასძინა, რომ ეს “რუსი ხალხისთვის” ხდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „ვაგნერის” ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის“ ბანაკები დაბომბეს. აღნიშნულის გამო პრიგოჟინი განხორციელებული დარტყმის ავტორებს დასჯით დაემუქრა.

მსგავსი თემები